მთავარისიახლეებისაზოგადოებაცნობების გაყალბების გამო ავტომობილების ტექდათვალიერების 10 ცენტრს საქმიანობის ლიცენზია შეუჩერდა

ცნობების გაყალბების გამო ავტომობილების ტექდათვალიერების 10 ცენტრს საქმიანობის ლიცენზია შეუჩერდა

Published on

ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების 10 ცენტრს საქმიანობის ლიცენზია შეუჩერდა. მიზეზი მათ მიერ გაცემული ყალბი ცნობები იყო, რომელთა მიხედვითაც, ავტომობილებმა ტექდათვალიერება უპრობლემოდ გაიარეს. ახლა კი გაირკვა, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებებს ვიზუალური და ტექნიკური დაზიანებებიც ჰქონდათ.ცენტრის სპეციალისტები შესაძლოა ქრთამსაც იღებდნენ. მსგავსი შემთხვევები თბილისის გარდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გამოვლინდა. ამ ფაქტებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ახლა უკვე ექსპერტიზებს ატარებს.ტექდათვალიერების ცენტრების ასოციაციაში ცენტრებისთვის საქმიანობის შეჩერება, ვიდრე დადგინდება, რა სახის დანაშაულია ჩადენილი, არასწორად მიაჩნიათ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფაქტების სამართლიან გამოძიებას ითხოვს.ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები კორუფციასა და მონოპოლიზაციის მცდელობაზე ლაპარაკობენ.ავტომობილების ტექდათვალიერება უკვე მესამე ეტაპზეა. შემოწმებას მსუბუქი კატეგორიის 3 ათასი კუბური სანტიმეტრის ან მეტი მოცულობის ძრავების ავტომობილების გადიან. პირველი იანვრიდან შემოწმება მსუბუქი კატეგორიის ყველა ავტომობილმა უნდა გაიაროს. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...