მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მოგატყუათ ოცნებამ? მოატყუეთ ოცნება, გააკეთეთ არჩევანი უკეთესი ხვალინდელი დღის სასარგებლოდ,“ - განაცხადა...

,,მოგატყუათ ოცნებამ? მოატყუეთ ოცნება, გააკეთეთ არჩევანი უკეთესი ხვალინდელი დღის სასარგებლოდ,“ – განაცხადა ნიკა მელიამ ზუგდიდში

Published on

გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შეხვედრაზე  ზუგდიდში   შეკრებილ მხარდამჭერებსებს ენმ-ის წევრმ, ნიკა მელიამ მიმართა და არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.
 
 
„28 ოქტომბერს უპირობოდ მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი. იცით რატომ? იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ის ღალატობს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს და იცით, რატომ მარცხდება უპირობოდ? იმიტომ, რომ მან აფხაზეთი განგრენად გამოაცხადა და იცით, რატომ მარცხდება უპირობოდ? იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობა არ დაუშვებს მთავარსარდლად იმ ადამიანს, ვინც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
 
ნიკა მელია ხელისუფლებას უმოქმედობის გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, ამჟამინდელი მთავრობა მმართველობაში ყოფნის პერიოდის გახანგრძლივებას ცდილობს.
 
ნიკა მელია საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მან ასევე ქართული ოცნების წევრებს მოუწოდა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის რიგებს შეუერთდნენ.
 
„რაც შეიძლება, მალე დატოვეთ ქართული ოცნების რიგები და შემოუერთდით ხალხს, იმ ხალხს, რომელიც თავისით დადის, გაერთიანებული ოპოზიციური კანდიდატის შეხვედრებზე… მოგატყუათ ოცნებამ? მოატყუეთ ოცნება, გააკეთეთ არჩევანი უკეთესი ხვალინდელი დღის სასარგებლოდ,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...