მთავარისიახლეებისამართალი„გირჩის“ ლიდერები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

„გირჩის“ ლიდერები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

Published on

 „გირჩის“ ლიდერები იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
 
.შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით,  ეს არის რეაგირება „გირჩის“ მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ განცხადებებზე, რომელიც შეიძლება შეფასდეს როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვა,  სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდება და მოქალაქეთა წახალისება ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში.
 
, აღნიშნული განცხადებების საფუძველზე, სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს. პოლიციამ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა“, – აცხადებენ შსს-ში.
 
შეგახსენებთ, რომ „გირჩი“ „დედაენის ბაღში“ მარიხუანას ფესტივალის გამართვას დღეს გეგმავს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...