მთავარისიახლეებისამართალიბიზნესმენის შვილის გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეზე დაკავებული 10 პირიდან 3 გაათავისუფლეს

ბიზნესმენის შვილის გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეზე დაკავებული 10 პირიდან 3 გაათავისუფლეს

Published on

ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის 23 წლის გიორგი დეკანოიძის გატაცებაში ბრალდებული 10 პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს . პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.  
 
 
დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გუშინ გატაცების საქმეზე დაკავებული 10 პირიდან ოთარ გელაძე, ნიკა ქავთარაძე და მარინა ესაძე გაათავისუფლეს ამ უკანასკნელის ქმარი    არის  მამუკა ესაძე,  რომელსაც ბრალი  ოფიციალურად წაუყენეს . მამუკა ესაძე ,  არსებული ინფორმაციით ,გატაცების ორგანიზატორია.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.
 
გავრცელებული ცნობით, პოლიციის მთავარ სამმართველოში გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა გიორგი დეკანოიძის გამოკითხვა.

სიახლეები

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, რომლიც 145 იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეეხებათ

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ. შეზღუდვები სულ 145 ფიზიკურ და იურიდიულ პირს...