მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,წერილობით დაადასტურონ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა!'' - მოძრაობა...

,,წერილობით დაადასტურონ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა!” – მოძრაობა ,,რუსეთი ოკუპანტია” აპროტესტებს მოსკოვური ფონდის ორგანიზებულ ბიზნესფორუმს თბილისში

Published on

სასტუმრო „ოლდ თბილისში“ „ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმი“ მიმდინარეობს. ფორუმი ორგანიზებულია მედვედევის მიერ მხარადაჭერილი ფონდის მიერ და მასში  მონაწილეობენ  ბიზნესმენები , რუსეთიდან, სომხეთიდან და ბელორუსიდან და …საქართველოდან
 
სასტუმროსთან  მივიდნენ მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" წარმომადგენლები, რომლებიც „ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმის“ გამართვას აპროტესტებენ.
 
მოძრაობის წარმომადგენლის, ანა ჭარხალაშვილის განცხადებით, მაშინ როდესაც რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების ნაწილი, „ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმი“ თბილისში არ უნდა იმართებოდეს.
 
 
„ამ ფორუმს კავშირი არ აქვს ბიზნესთან. უცნობია, ვინ არის ამ ფორუმის ქართველი მასპინძელი. ევრაზიული ეკონომიკური კავშირი იგივეა, რაც შეფარული საბჭოთა კავშირის იდეოლოგია. ცდილობენ საქართველო მოაქციონ თავიანთ კლანჭებქვეშ. – განაცხადა ანა ჭარხალაშვილმა.
 
აქციის მონაწილეები  მოითხოვენ რუსეთიდან ჩამოსულებმა წერილობით დაადასტურონ  რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა.
 
მისივე განცხადებით, დღევანდელი ფორუმი მცირე მეწარმეების მოხიბვლას და მათზე ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. ჩვენ ისევ გვეძახიან საბჭოთა კავშირში მაგრამ არ დავბრუნდებით,"- განაცხადა ანა ჭარხალაშვილმა.
 
 
 
 
 

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...