მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე: ქვეყანა განთავისუფლდება რევანშისგან, პოლიტიკური შურისძიებისგან, სამოქალაქო საზოგადოების დაკნინებისგან და მოქალაქის...

გრიგოლ ვაშაძე: ქვეყანა განთავისუფლდება რევანშისგან, პოლიტიკური შურისძიებისგან, სამოქალაქო საზოგადოების დაკნინებისგან და მოქალაქის ინტერესების უგულვებელყოფისგან

Published on

დღეს ,ქვეყანას მართავენ ბიძინა ივანიშვილის შეიარაღებული ჯგუფები , რომელთა გეგმაა საქართველოს გადაქცევა ნარკოპლანტაციების ქვეყნად, მაგრამ 28 ოქტომბრიდან მშვიდობიანი გზით ხელისუფლებაში მოვა ეროვნული კოალიციური მთავრობა, რომელიც მოქალაქეებს ცხოვრების ღირსეულ პირობებს შეუქმნის.- განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ  აბაშის მოსახლეობასთან შეხვედრაზე,  
 
„სამეგრელოს კარიბჭე – აბაშა, შესანიშნავი ადამიანები, მშრომელი, ნიჭიერი, რომლებმაც იციან, რომ 28 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი. რეფერენდუმში არჩევანი არის ყოფნა-არყოფნა და საქართველოს და არა საქართველოს შორის. იციან აგრეთვე ის, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყანაში შეუძლია აღმავლობა, აღმშენებლობა, განვითარება, თანასწორობა და სამართლიანობა მოიტანოს, ეს არის გაერთიანებული ოპოზიცია.
 
28 ოქტომბერს მოვიპოვებთ გამარჯვებას და დავიცავთ ჩვენს არჩევანს .  ამის შემდეგ სამეგრელოში, კერძოდ აბაშაში,  მთელ საქართველოში დაიწყება ახალი წელთაღრიცხვა, რომელიც სრულიად თავისუფალი იქნება რევანშისგან, პოლიტიკური შურისძიებისგან, სამოქალაქო საზოგადოების დაკნინებისგან და საქართველოს მოქალაქის ინტერესების უგულვებელყოფისგან“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...