მთავარისიახლეებისამართალი,, ჩანაწერები ავთენტურია და დამონტაჟებული არ არის'' - ბრიტანული საექსპერტო ბიუროს დასკვნიდან...

,, ჩანაწერები ავთენტურია და დამონტაჟებული არ არის” – ბრიტანული საექსპერტო ბიუროს დასკვნიდან „ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებული აუდიოფაილების შესახებ

Published on

„ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი ლევან აღდგომელაშვილი გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებზე ექსპერტიზის ახალ დასკვნას ასაჯაროებს.
 
მისი გაცხადებით, ბრიტანული საექსპერტო ბიუროდან კიდევ ორ ჩანაწერზე ჩატარებული დასკვნის პასუხები მიიღეს.
 
საუბარია ჩანაწერზე რომელშიც „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „თბილისის თამბაქოს" მეწილისა და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის საუბარია ასახული.
 
ჩანაწერში საუბარია თამბაქოს ბიზნესის განკარგვაზე, „ომეგა ჯგუფის“ წილების გაყოფასა და კომპანიის დაფუძნებაზე, ასევე მოგების 25% „ფონდში“ გადარიცხვაზე.
 
„დადგინდა, აუდიოფაილი შედგება სხვადასხვა სექციებისგან აღებული ერთი ვრცელი აუდიოფაილიდან, რომლის ჩაწერაც მიმდინარეობდა უწყვეტად, შესაბამისად, ვანო ჩხარტიშვილისა და მისი ადვოკატის განცხადება, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია სიმართლეს არ შეესაბამება“-ამბობს აღდგომელაშვილი.
 
მეორე ჩანაწერი მოიცავს ლევან ყიფიანის და და „ომეგას“ მენეჯერების საუბარს. ამ ჩანაწერში ლევან ყიფიანი 30 მილიონიდან პროცენტს  ითხოვს, ასევე ითხოვს მანქანებს ყოფილი მინისტრებისთვის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ნოდარ ხადურისთვის.
 
ლევან აღგომელაშვილის თქმით, ექსპერტიზამ ამ ჩანაწერის ავთენტურობაც დაადგინა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...