მთავარისიახლეებიპოლიტიკაასე შეიძლება ნებისმიერმა პარტიამ იცრუოს - რომან გოცირიძე ,,ქართული ოცნების'' მიერ გამოქვეყნებული...

ასე შეიძლება ნებისმიერმა პარტიამ იცრუოს – რომან გოცირიძე ,,ქართული ოცნების” მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებზე

Published on

,, ზურაბიშვილი პირველ ტურში ვერ გაიმარჯვებს„ მას აქვს მხოლოდ და მხოლოდ იმის შანსი, რომ მიიღოს ხმების ძალიან მწირი რაოდენობ. ნებისმიერ ადგილზე, სადაც არ უნდა დასვათ, კითხვა: აძლევთ თუ არა ხმას სალომე ზურაბიშვილს, ნახავთ, რომ მხარს უჭერს 100-დან 1.
 
 მეორე ტურში გასვლის შანსი მას მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებამ, დაშინებამ და მსგავსმა   მეთოდებმა შეიძლება მისცეს “  –  ასე ეხმაურება  „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე  „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს
 
ამ კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში, პირველივე ტურში 53%-ით სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. მეორე ადგილს 19%-იანი მაჩვენებლით გრიგოლ ვაშაძე, მესამე ადგილს კი 17%-ით დავით ბაქრაძე იკავებს, ხოლო სხვა კანდიდატებს 11%-იანი მაჩვენებელი აქვთ.
 
,,ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული შედეგები არ არსებობს,  შედეგებში არ ჩანს კვლევის მეთოდოლოგია, ასევე რამდენი ადამიანი გამოიკითხა და სად ჩატარდა გამოკითხვა. ასე შეიძლება ნებისმიერმა პარტიამ იცრუოს. ეს არის მორიგი  სატყუარა .  ატყუებენ საზოგადოებას, რომ პირველ ტურში იმარჯვებენ“- აცხადებს  რომან გოცირიძე
 
 
 
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...