მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლებამ მაჟორიტარები და მათი ცოლები დარაზმა. 50 ათასი ლარი ვიქტორ ჯაფარიძის...

ხელისუფლებამ მაჟორიტარები და მათი ცოლები დარაზმა. 50 ათასი ლარი ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახისაგან – სალომე ზურაბიშვილს

Published on

პარლამენტის წევრის, „ქართული ოცნებიდან“ მესტიის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლემ  ნათია ხვისტანმა სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანია 50 000 ლარით დააფინანსა. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ნათია ხვისტანმა სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს თანხა 10 ოქტომბერს ჩაურიცხა.
 
.მესტიის მაჟორიტარის, ვიქტორ ჯაფარიძის ცოლი, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის შეწირულ 50 000 ლარზე განმარტებებს აკეთებს.
 
იგი ი ამბობს, რომ მან დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, 50 ათასი ლარი სალომე ზურაბიშვილისთვის შეეწირა. ნათია ხვისტანი „კურიერთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს,რომ მას დანაზოგი ჰქონდა.
 
„ჩვენ გვაქვს ჰესი წალკის რაიონში ჰესი გვაქვს. ჩვენ გვაქვს ბიზნესი და იმით ვცხოვრობთ, დეპუტატის ხელფასი ნამდვილად საკმარისი არ იქნება იმისთვის რომ შემოწირულობა გამეკეთებინა. არავის უთხოვია. ჩემი ნება-სურვილით, მხოლოდ ჩემი ნება-სურვილით, ჩემი ანგარიშით ჩავრიცხე უბრალოდ ხელით ჩავრიცხე მივიტანე და ჩავრიცხე, რა საჭიროა ახლა ამდენი შეკითხვა?“-ამბობს ხვისტანი
 
 
აღსანიშნავია, რომ ნათია ხვისტანმა, რომელიც შპს „ქცია 94-ის“ 66.99%-იანი წილის მფლობელია, „ქართულ ოცნებას“ სოლიდური თანხა 2017 წელსაც შესწირა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მან პარტია 55 ათასი ლარით დააფინანს

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....