მთავარისიახლეებისამართალიკახა კახიშვილი: „ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით...

კახა კახიშვილი: „ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა”

Published on

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი, გუშინ გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერზე, სადაც მირზა სუბელიანი მის წინააღდეგ არსებულ კომპრომატებზე საუბრობს, პირველ კომენტარს აკეთებს.

კახიშვილი ამბობს, რომ მასა და მირზა სუბელიანს შორის საუბარი პირობებთან დაკავშირებით არ ყოფილა. 
 
„ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა. როდესაც ბატონი მირზა სუბელიანი დააკავეს მაშინ წყდებოდა მისი განთავსების საკითხი. რა თქმა უნდა, მე გახლდით მინისტრი და შემითანხმეს რომელ დასწესებულებაში უნდა იყოს განთავსებული, იყო საუბარი მეცხრე ან მერვე დაწესებულებაზე.
 
"თავიდან განთავსდა მე-9  დაწესებულებაში, შემდეგ გადავიდა მისივე სურვილით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მე-8 დაწესებულებაში, ვიზუალური მეთვალყუირეობის პირობებში. იქაც აღნიშნავს, რომ არ იყო კმაყოფილი ვიზუალური მეთვალყურეობის გამო,“-ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი.
 
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებულ მორიგ ჩანაწერში, რომელიც კურიერმა გლდანის ციხიდან მოიპოვა, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ციხის საკანში პარლამენტის წევრს ვიქტორ ჯაფარიძეს უყვება,რომ დაპატიმრებამდე იგი  საქართველოს პრემიერის ადმინისტრაციის მოქმედ უფროსთან და სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრთან კაციშვილთან სახლში მივიდა და ციხესი მოხვედრის სემტხვევაში შესაბამისი პირობების შექმნა მოსთხოვა. იქიდან გამომდინარე რომ შეთანხმება დაირღვა, სუბელიანი ამბობს, რომ კახიშვილის წინააღმდეგ კომპრომატები აქვს და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოაქვეყნებს.

სიახლეები

მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვაზე მივიდა

მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვაზე მივიდა - ვიმყოფებით ივანიშვილის მიტაცებულ სასამართლოში, ნაციონალური მოძრაობის...

სტრასბურგმა “რუსულ კანონთან” დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსულ კანონთან" დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივრის განხილვა დაიწყო....

“ყადაღის მოხსნაზე უარი მივიღეთ” -ნანუკა ჟორჟოლიანი ფონდზე

"ყადაღის მოხსნაზე უარი მივიღეთ," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი წერს. შეგახსენებთ, ოლიგარქის პროკურატურამ...

ზელენსკი-პუტინი მალე მოკვდება, ეს ფაქტია

საზოგადოების დესტაბილიზაცია არის ის, რისიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ეშინია. ამის შესახებ ზელენსკიმ Eurovision...