მთავარისიახლეებისამართალიკახა კახიშვილი: „ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით საერთოდ...

კახა კახიშვილი: „ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა”

Published on

კახა კახიშვილი: „ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა''სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი, გუშინ გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერზე, სადაც მირზა სუბელიანი მის წინააღდეგ არსებულ კომპრომატებზე საუბრობს, პირველ კომენტარს აკეთებს.
 
კახიშვილი ამბობს, რომ მასა და მირზა სუბელიანს შორის საუბარი პირობებთან დაკავშირებით არ ყოფილა. 
 
„ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა. როდესაც ბატონი მირზა სუბელიანი დააკავეს მაშინ წყდებოდა მისი განთავსების საკითხი. რა თქმა უნდა, მე გახლდით მინისტრი და შემითანხმეს რომელ დასწესებულებაში უნდა იყოს განთავსებული, იყო საუბარი მეცხრე ან მერვე დაწესებულებაზე.
 
"თავიდან განთავსდა მე-9  დაწესებულებაში, შემდეგ გადავიდა მისივე სურვილით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მე-8 დაწესებულებაში, ვიზუალური მეთვალყუირეობის პირობებში. იქაც აღნიშნავს, რომ არ იყო კმაყოფილი ვიზუალური მეთვალყურეობის გამო,“-ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი.
 
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებულ მორიგ ჩანაწერში, რომელიც კურიერმა გლდანის ციხიდან მოიპოვა, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ციხის საკანში პარლამენტის წევრს ვიქტორ ჯაფარიძეს უყვება,რომ დაპატიმრებამდე იგი  საქართველოს პრემიერის ადმინისტრაციის მოქმედ უფროსთან და სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრთან კაციშვილთან სახლში მივიდა და ციხესი მოხვედრის სემტხვევაში შესაბამისი პირობების შექმნა მოსთხოვა. იქიდან გამომდინარე რომ შეთანხმება დაირღვა, სუბელიანი ამბობს, რომ კახიშვილის წინააღმდეგ კომპრომატები აქვს და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოაქვეყნებს

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...