მთავარისიახლეებიპოლიტიკაანი ნადარეიშვილის თქმით, მირზა სუბელიანის ქმედებებთან დაკავშირებით მას განცხადებაც აქვს გაკეთებული

ანი ნადარეიშვილის თქმით, მირზა სუბელიანის ქმედებებთან დაკავშირებით მას განცხადებაც აქვს გაკეთებული

Published on

ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი, გლდანის ციხეში გაკეთებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, სადაც მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ბაჩო ახალაიას საქმის მოწმეებს სასურველი ჩვენების მიღების მიზნით აწამებდნენ.
 
ანი ნადარეიშვილის თქმით, ამ ფაქტების შესახებ მას არაერთხელ უსაუბრია, თუმცა, არაერთი ფაქტი გამოძიების გარეშე დარჩა.
 
„შალვა თათუხაშვილი, რომელსაც 20 დღის განმავლობაში ვეძებდით და არ ვიცოდით, სად იყო და იმ ღამეს, როდესაც ნაწამები მოიყვანეს ის, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა და პირდაპირ შეიძლება, ითქვას, რომ წამებით მოკლეს ეს ადამიანი. იყო ასევე მოწმე, რომელმაც სასამართლოში განაცხადა, რომ ის გაიტაცეს შავი ჯიპით, აიყვანეს წყნეთის ტყეში, სცემეს, იქ დატოვეს, ტელეფონი წაართვეს, ამასთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა,“ – განაცხადა ნადარეიშვილმა.
 
ანი ნადარეიშვილის თქმით, მირზა სუბელიანის ქმედებებთან დაკავშირებით მას განცხადებაც აქვს გაკეთებული, როდესაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სუბელიანი გარეული იყო ციხის ბუნტის საქმეში.
 
„მისი პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, ასევე თეთრაძის საქმეზეც მისი პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება და ზუსტად ის შემიძლია, გითხრათ, რომ თეთრაძის საქმის მოწმეები სულ სხვა რაღაცას ამბობდნენ იმიტომ, რომ მანამდე მიდიოდა სასამართლო პროცესი, სადაც ბაჩო ახალაია საერთოდ არ იყო ნახსენები არც ერთი მოწმის მიერ. მერე უკვე ამ სუბელიანის მიერ „დამუშავებული“ მოწმეები სასამართლო პროცესზე სხვა რაღაცას ყვებოდნენ,“ – განაცხადა ნადარეიშვილმა.
 
 ანა ნადარეიშვილი პროკურატურის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება და ამბობს, რომ "აგონიაში" მყოფების გაკეთებულია ეს ჩანაწერი.
 
"რაც მირზა სუბელიანი ამ თავის ჩანაწერებში იძახის, ზუსტად ის მე შემიძლია, ყველაფერი დაგიდასტუროთ ფაქტებით, სასამართლო ამონაწერებით, პატაკებით," – აცხადებს ნადარეიშვილი. 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...