მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობა გაწყვიტა

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობა გაწყვიტა

Published on

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობა გაწყვიტა. გადაწყვეტილება რუსეთის ეკლესიის სინოდმა მინსკში გამართულ სხდომაზე მიიღო.როგორც რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსული მართლმადიდებელი ეკლესია, მსოფლიო საპატრიარქოს მიერ კიევის პატრიარქის ფილარეტისა და მიტროპოლიტ მაკარისთვის ანათემის მოხსნას უკანონოდ მიიჩნევს.მიტროპოლიტი იმედოვნებს, რომ კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას შეცვლის.
„წმინდა სინოდმა გადაწყვიტა სრულიად გაწყვიტოს ევქარისტული ურთიერთობა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან. ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილება, და ის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ბოლოდროინდელმა ქმედებებმა გამოიწვია. რუსული ეკლესიის აზრით, კონსტანტინეპოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უკანონოა და ჩვენ მათ არ მივიღებთ. ეკლესიამ, რომელმაც აღიარა სარწმუნოებისგან განდგომილები და შევიდა მათთან ურთიერთობაში, თავად გაირიცხა საკუთარი თავი კანონიკური სფეროდან. ვიმედოვნებთ, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქი შეიცვლის დამოკიდებულებას არსებული საეკლესიო რეალობასთან დაკავშირებით,”-განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...