მთავარისიახლეებისაზოგადოებამოლაპარაკება ანსამბლის ხელმძღვანელებსა და მერიას შორის კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა

მოლაპარაკება ანსამბლის ხელმძღვანელებსა და მერიას შორის კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა

Published on

ხმაური იყო დღეს ზუგდიდის კულტურის სახლში, სადაც ქორეოგრაფიული ანსამბლ „თუთარჩელას“ მოცეკვავეები და მშობლები დარბაზში შესვლას ითხოვდნენ. შეკრებილები აცხადებდნენ, რომ აქ თითქმის 12 წელი რამდენიმე ანსამბლი რეპეტიციებს გადიოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მერიამ ზუგდიდის თეატრი შეიყვანა, შენობაში მოცეკვავეებს რეპეტიციების ჩატარების უფლება არ მისცეს.
კულტურის სახლი დირექტორი ნატო გელენავა აცხადებს, რომ თეატრი შენობაში დროებით იყო განთავსებული, თუმცა ბავშვებს კარი მიუხურეს და შესვლის უფლება არ მისცეს. გელენავამ სიტუაციის გამწვავებაში ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა და მისი მეუღლე დაადანაშაულა.მოგვიანებით მშობლები და ბავშვები შეძახილებით დარბაზში შევიდნენ, სადაც თეატრის დასი რეპეტიციებს გადიოდა. ხმაური უკვე დარბაზში გაგრძელდა. 
დაპირისპირებულმა მხარეებმა მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა მერის მოვალეობის შემსრულებლის მოსვლის შემდეგ დაიწყეს, მაიზერ ნანავას მოთხოვნით, შეხვედრას ნატო გელენავა არ დასწრებია, ის ნანავამ დარბაზიდან გააძევა. შეხვედრის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებთან კომენტარი მერიის პრესსამსახურმა გააკეთა, უწყების ინფორმაციით, კულტურის სახლი თეატრის დასს კანონიერად დაეთმო და ქორეოგრაფები ამის შესახებ გაფრთხილებულები იყვნენ.სანამ მერია ანსამბლებისთვის ალტერნატიულ ფართს იძიებს, ქორეოგრაფები 500-მდე მოზარდის რეპეტიციების გავლას ღია ცის ქვეშ აპირებენ.

სიახლეები

სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა. პროკურატურა მას ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის (ნათია ბერიძე) საქმიანობაში...

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში – სალომე ზურაბიშვილი

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...

სასამართლომ ძალაში დატოვა გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში...

26 თებერვლიდან 1 მარტამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვა, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით,...