მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლება აქცენტების გადაადგილებას ცდილობს, მისთვის მთავარია მეორეხარისხოვანი - როგორ გაკეთდა...

ხელისუფლება აქცენტების გადაადგილებას ცდილობს, მისთვის მთავარია მეორეხარისხოვანი – როგორ გაკეთდა სკანდალური ჩანაწერები

Published on

ხელისუფლება  აქცენტების გადაადგილებას ცდილობს, მისთვის მთავარია არა მიზეზები,  რამაც სისტემური კრახი გამოიწვია, არამედ ის,  როგორ იქნა მოპოვებული  სკანდალური ჩანაწერები, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა და მისი დასასრული მოაახლოვა. . 

 
ეს კარგად ჩანს ხელისუფლების წარმომადგენელთა და მხარდამჭერთა შეფასებებში.
 
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ,, პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, მირზა სუბელიანს, საკუთარ თავთან პრობლემები აქვს''. . თუმცა, მიუხედავად ამ შეფასებისა ფოფხაძეს კითხვები შს მინისტრთანაც აქვს. დეპუტატს აინტერესებს, როგორ გამოდის მსგავსი ტიპის ჩანაწერები, სააშკარაოზე. 
 
,,არ მგონია რეალური, რაზეც ჩანაწერებშია საუბარი. შეფასება რაც მისგან მოდის მისი არასწორი თვითშეფასებისა და ხედვების გამოა, თუმცა ყველაფერი ეს უნდა იყოს გამოძიებული. საგამოძიებო უწყებებთან შეკითხვები მაქვს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გამოდის მსგავსი სახის ჩანაწერები გარეთ,"-განაცხადა ფოფხაძემ 
 
ეს სიტყვები ადასტურებს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატის  მოსაზრებას, რომ სკანდალურ ჩანაწერებში მონაწილე პირების გამოკითხვა მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება. კრიმინალები შეხვდებიან და იქნება "რაზბორკა" ვინ ჩაწერა და გამოიტანა ფირი''
„იმდენი ფირი, რამდენიც „ომეგას“ და ,,იბერიის“ საქმის დატერორებაზეა გამოქვეყნებული, აქამდე ყველა დამნაშავე დასჯილი თუ არა,  დაკავებული უნდა იყოს. ყველა ვინც ამ ფირებში ფიგურირებს. დარწმუნებული იყავით, არავითარი გამოკითხვა არ იქნება.  ეს იქნება სუფთა წყლის ფორმალობა, ერთი კრიმინალი შეხვდება მეორეს, რაღაცაზე მოილაპარაკებენ და დაიწყებენ რაზბორკას. ხომ გახსოვთ ეს ტერმინოლოგია, რომლითაც პარლამენტის დეპუტატი და ყოფილი პროკურორი საუბრობენ.
 
დაიწყებენ რაზბორკას, როგორ მოხდა რომ სუბელიანის და მისი  საუბარი ვიღაცამ ჩაწერა და გამოიტანა“-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე, შესაბამისად   მას არბ სჯერა, ,რომ გამოძიება რეალურ შედეგს გამოიღებს.
 
 

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...