მთავარისიახლეებიპოლიტიკაერთ ჩანაწერში არის აკუმილირებული დანაშაულების მთელი წყება - წამება, გატაცება, ძალით მოპოვება...

ერთ ჩანაწერში არის აკუმილირებული დანაშაულების მთელი წყება – წამება, გატაცება, ძალით მოპოვება მტკიცებულებების – ნიკა გვარამია

Published on

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სკანდალურ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, სადაც მირზა სუბელიანი საუბრობს იმ საქმეებზე, რომლის „დალაგებაშიც“ ხელისუფლებას დაეხმარა.
 
ნიკა გვარამიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი რუსეთის გეგმების განმახორციელებელია. გვარამიას შეფასებით, „რუსული ფენომენია,“ როდესაც ქვეყანაში შეირაღებული ბანდფორმირებები არსებობს და ამაზე სწორედ მირზა სუბელიანი საუბრობს გავრცელებულ აუდიოჩანაწერში.
 
ნიკა გვარამიას შეფასებით, მმართველი გუნდის წევრები დღეს მთელი დღის განმავლობაში სკანდალურ აუდიოჩანაწერს ამართლებენ.
 
„მოგვწონს ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ თუ არა, თუ ჩვენ ვიცით, რომ რეჟიმი არის დამნაშავე და ჩვენ გუშინ ვუყურეთ, რომ ეს არის დანაშაულებრივი რეჟიმი, აქ გვაქვს საუბარი გაცილებით მძიმე დანაშაულებზე, რომელიც ოდესმე კი წაუყენებიათ „ნაციონალური მოძრაობისთვის,“ ერთ ჩანაწერში არის ეს აკუმილირებული და ეს არ არის დასასრული. ერთ ჩანაწერში არის აკუმილირებული დანაშაულების მთელი წყება – წამება, გატაცება, ძალით მოპოვება მტკიცებულებების, რეკეტი ბიზნესის, შეიარაღებული ბანდფორმირებები, ეს მაინც არ ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ვიდაოთ დანარჩენზე,“ – განაცხადა გვარამიამ.
 
ნიკა გვარამია საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით გააკეთა.
 
„ყველაფერს გავაკეთებ, "რუსთავი 2"-ს კი არა, ჩემი სისხლის უკანასკნელ წვეთს გამოვიყენებ იმისთვის, რომ აფხაზეთზე იმის მთქმელი, რაც სალომე ზურაბიშვილმა თვა და ომთან, მე როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ვინც დავიწყე ყველა საერთაშორისო დავა რუსეთის წინააღმდეგ, სიცოცხლეს დავთმობ საკუთარს, რომ ადამიანი, რომლის წიგნები და გამონათქვამები ჰააგაში წარდგენილია საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებებად, ის ვერ გახდეს ქვეყნის პირველი პირი,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
 
ნიკა გვარამიას თქმით, მოთხოვნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა," როგორც დანაშაულებრვი ორგანიზაცია ისე გასამართლდეს, არასწორია.
 
ნიკა გვარამიამ ირმა სოხაძის კრიტიკას უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ენმ-ის რევანშის ეშინია. 
 
"მე მეშინია თქვენი სიძის, ხელისუფლებიდან მისი მეგობრების, რომლებიც თავში ჩარტყმას აპირებენ," – მიმართა ნიკა გვარამიამ ირმა სოხაძეს.
 
ნიკა გვარამიას თქმით, ამ ყველაფრის დასასრულს საპრეზიდენტო არჩევნებზე საზოგადოების აქტიურობა წარმოადგენს.

სიახლეები

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა-დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის...