მთავარისიახლეებიპოლიტიკასახალხო დამცველი: ,,ეს სისტემური დანაშაულია და დაუყოვნებლივ უნდა იქნა...

სახალხო დამცველი: ,,ეს სისტემური დანაშაულია და დაუყოვნებლივ უნდა იქნა გამოძიებული”

Published on

ფაქტები, რაზეც მირზა სუბელიანი საუბრობს, ადამიანების გატაცება, უკანონო ბანდფორმირებების თარეში, არასრულწლოვნებზე ზეწოლა, არის სისტემური  დანაშაული, რომელიც დაუყოვნებლივ, დროულად და ობიექტურად უნდა იქნას გამოძიებული – ასეთია სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას რეაქცია გლდანის ციხეში გაკეთებული ფარულ ჩანაწერზე, რომელიც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-მა გაასაჯაროვა. 
 
„ამ ჩანაწერებიდან, ალბათ, რაც ჩანს არის ის, რომ ის საუბრობს იმაზე, რომ ნამდვილად პროკურატურაში არის გარკვეული არაფორმალური გავლენები და ასევე ახსენებს გარკვეულ დაინტერესებებს და ჩართულობას კონკრეტული პირების კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების გარშემო. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება და რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით ახსენებს წამებას. ეს არის ის შემთხვევა, რაც ყველა სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ ნებისმიერი მსგავსი ინფორმაცია გამოიძიონ იმდაგვარად, რომ არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩეს,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
 
მირზა სუბელიანის სკანდალური აუდიოჩანაწერი გუშინ, P.S.-ში გავიდა. ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი.
 
პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სუბელიანი ჩანაწერში ა იმ საქმეებს იხსენებს, რომელსაც ე.წ. "ავტომატჩიკები" აგვარებდნენ ,- ჩვენებების მიღების მიზნით იტაცებდნენ და ზოგჯერ აწამებდნენ კიდეც ხალხს.
 
იგი  ამბობს,   რომ ადამიანთა გატაცებებისა  და წამების ფქტებთან ერთად  აქვს  სხვა უმძიმესი კომპრომატები  მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ.  საათნახევრიან აუდიოჩანაწერში საუბარია რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე, მათ შორის ე.წ. "ვანოს საქმესა" და ხორავას ქუჩის საქმეზე.
 
სუბელიანი ამბობს, რომ საკუთარი ნებით დათანხმდა პატიმრობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას რომ არ სდომოდა, ვერავინ მიეკარებოდა, რადგან მას ზურგს 50 შეიარაღებული პირი უმაგრებს.

სიახლეები

ქობულეთში, ავარიის შედეგად გარდაცვლილები ჯარისკაცები არიან

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით,...

ჟენევაში აშშ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრამდე ტრამპმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს

25 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს,...

ფული, ძვირადღირებული ოქროს სამკაულები, 12 მაჯის საათი – ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, პოლიციამ ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი - 19...

სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა. პროკურატურა მას ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის (ნათია ბერიძე) საქმიანობაში...