მთავარისიახლეებისაზოგადოებამე ველოდები საქართველო რა განაჩენს გამოუტანს მთელ ხელისუფლებას - ზაზა სარალიძე

მე ველოდები საქართველო რა განაჩენს გამოუტანს მთელ ხელისუფლებას – ზაზა სარალიძე

Published on

„დღეს უკვე, მე ველოდები საქართველო რა განაჩენს გამოუტანს არა მარტო მირზა სუბელიანს, არამარტო ჩემი შვილის მკვლელებს, არამედ მთელ ხელისუფლებას და მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელებს,“ – ეს განცხადება ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე გააკეთა.ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმე თავიდან ბოლომდე შეკერილია და ამაში მონაწილეობას პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანიც იღებდა.
 
„მივაღწიე იმას, რომ ეს საქმე იყო თავიდან ბოლომდე შეკერილი, იყო მირზა სუბელიანის ჩართულობით შეკერილი და ძალიან ბევრი მაღალჩინოსნების ჩარევით. თუნდაც შაყულაშვილი, რომელიც რამდენიმე დღეში მოხსნეს თანამდებობიდან და დააწინაურეს, გაანეიტრალეს ასე რომ ვთქვათ, რომ იერიში არ მისულიყო შაყულაშვილზე, დანიშნეს ვიღაც კაპანაძე არაადამიანი, რომელიც რაღაც სისულელე განმარტებებს აკეთებდა. დღეს უკვე, მე ველოდები საქართველო რა განაჩენს გამოუტანს არა მარტო მირზა სუბელიანს, არამარტო ჩემი შვილის მკვლელებს, არამედ მთელ ხელისუფლებას და მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელებს,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
 
განცხადება გააკეთა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანა კრიმინალების მიერ იმართება. 
 
„ხელისუფლება არ არის, ეს არის კრიმინალთა ხროვა, ეს დღეს დათო სარალიძის საქმეზე, მაგრამ რო გაიხსნას ცოტათი მაინც თემირლანის საქმე, არა საქართველოს მოსახლეობას, არამედ მთელ მსოფლიოს შოკში ჩააგდებს,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
 
რუსთაველის გამზირზე შვილმკვდარ მამებთან დღეს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე მივიდა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გავრცელებულმა ჩანაწერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სარალიძის სიმართლე და დაადასტურა ის, რომ შვილმოკლული მამის წინააღმდეგ კრიმინალური სისტემა იყო მომართული.
 
„დაადასტურა, რომ შალვა თათუხაშვილი ამ ე.წ. ხელისუფლების მიერ არის მოკლული და დაადასტურა, რომ ჩვენ აღარ გვაქვს კონსტიტუცია, ჩვენ აღარ გვაქვს კანონმდებლობა, ჩვენ აღარ გვყავს სახელმწიფო და ჩვენ 6 წელიწადია არ გვყოლია ხელისუფლება, რადგან მის მაგივრად საქართველოს მართავს კრიმინალური, შეიარაღებული დაჯგუფებები,“ –  განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....