მთავარისიახლეებიპოლიტიკავანო მერაბიშვილის განცხადებით ის ყველაფრისთვის მზად არის და მას ვერ გატეხავენ ვერანაირი...

ვანო მერაბიშვილის განცხადებით ის ყველაფრისთვის მზად არის და მას ვერ გატეხავენ ვერანაირი მეთოდით თუმდაც ეს მოწამვლა იყოს.

Published on

პატიმრობიდან 5 წლისა და 5 თვის თავზე ვანო მერაბიშვილი დუმილს არღვევს. ყოფილი პრემიერი-მინისტრი P.S.-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მისი მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ ეს ეჭვი მის მეგობრებს აქვს თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად პირად საუბრებში მედიკოსებიც ეუბნებიან, რომ დაავადება, რომელიც მას აქვს ინფექცია იწვევს ეს ეჭვი უსაფუძვლო არაა. მერაბიშვილი აცხადებს, რომ მოწამვლის შემთხვევაში ძნელი იქნება იმის დადგენა რა საშუალებებით ხდება ეს და მაგალითისთვის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტო იუშენკო მოჰყავს. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ამ დრომდე ვერ მოხერხდა იმის დადგენა თუ რა ნივთიერებით მოწამლეს იუშენკო. ვანო მერაბიშვილის განცხადებით ის ყველაფრისთვის მზად არის და მას ვერ გატეხავენ ვერანაირი მეთოდით თუმდაც ეს მოწამვლა იყოს. ვანო მერაბიშვილი მის პატიმრობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ერთ კაციან საკანში ჯდომა ყოველგვარი კომუნიკაციების გარეშე ჩვეულებრივი ანგარიშსწორებაა. ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ეშინია გამოცდილი პოლიტიკოსების და მათ იზოლაციაში აქცევს. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ის მორალურად მყარად გრძნობს თავს და აგრძელებს ბრძოლას. რამდენადაც ცნობილია ვანო მერაბიშვილმა არც ერთხელ არ მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით. როგორც თავად განმარტავს, მას არ სურს ვინმე იყოს დარტყმის ქვეშ და ამ გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტმა თავად ვერ გარისკა. ვანო მერაბიშვილი ასევე აცხადებს, რომ მან კარგად იცოდა, რომ დააკავებდნენ თუმცა გაქცევა ქვეყნიდან არ უფიქრია. ყოფილი პრემიერი “ნაციონალური მოძრაობიდან” “ევროპული საქართველოს” გამოყოფასაც ეხმაურება. ამბობს, რომ ამ ორმა ძალამ რაღაც ეტაპზე უნდა ნახოს საერთო და დაიწყოს ბრძოლა. მისივე თქმით ის ამ ორ ძალას ვერ ყოფს რადგან ორივე მათგანში ხედავს მის მეგობრებს და ისინი ცალ-ცალკე ვერ წარმოუდგენია. საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პრემიერს სასჯელის ვადა 2020 წლის თებერვლში ეწურება, თუმცა ცხადია თუ დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატი გაიმარჯვებს ვანო მერაბიშვილი საპატიმრო დაწესებულებას ამ წლის ბოლომდე დატოვებს.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...