მთავარისიახლეებიპოლიტიკამიტროპოლიტი მელქისედეკის სკანდალური განცხადება სალომე ზურაბიშვილზე

მიტროპოლიტი მელქისედეკის სკანდალური განცხადება სალომე ზურაბიშვილზე

Published on

«სალომე ზურაბიშვილის არჩევა არ შეიძლება, ხალხნო! ნათელმირონობის მადლის გამტეხია, კაშიას ჯერ ბავშვი მოანათვლინა და მერე ცოლად გაჰყვა!»
 
 «ალიას» მიტროპოლიტი მელქისედეკი (დიაკონიძე) ესაუბრა: 
 
 – ცოტა ხნის წინ უწმინდესმა მოუწოდა მეუფეებს, პოლიტიკურიგანცხადებები შეეწყვიტათ. მართალია, მოგვიანებით ისიც გაცხადდა, რომ ეს არ იყო ილია მეორის დაწერილი მიმართვა. რაიმე ზეწოლაგანხორციელდა პატრიარქზე?
 
– ზეწოლა? არა მგონია, ვინმე ავტომატით დადგომოდა თავზე. თუმცა, აშკარაა, ისევ ვიღაცაზეა დამოკიდებული დაგუნდრუკს უკმევს ეს ეკლესია და დამღუპველია!
 
– ვის უკმევს?
 
– ივანიშვილის დიდი ხათრი აქვს! რომელი პოლიტიკური განცხადება გახსოვთ თქვენ უწმინდესის მიერგაკეთებული, რომ ეთქვას, ესა და ეს ნაბიჯი დამღუპველია და არ გადადგათო? ერთ რამეს გავიხსენებ და აქდავასრულებ – ზვიად გამსახურდიას ქვეყნიდან გაგდების მილოცვებს როცა იღებ ადამიანი და ეკლესია, იქაღარაფერია გასაკვირი. მაშინ მამა არჩილ მინდიაშვილის გარდა, არავინ გამოსულა და არ დაუფიქსირებიაეროვნული პოზიცია.
 
რას ჰქვია პოლიტიკური განცხადება არ გავაკეთო?! რა, ჩემთვის მზე არ ამოდის?! სხვანაირად მცივა, ვხედავ თურა?! ჩემთვისაც ხომ იგივენაირად აღიქმება, რაც ამ ქვეყნად ხდება, რატომ არ უნდა ვისაუბრო?! ერთ–ერთი წმინდამამა ნიკოდემუსი ამბობს: ნურავინ დაუგდებს ყურს, თითქოს მართლმადიდებელთათვის სულერთი იყოს, რომელპოლიტიკურ წყობაში ვიქნებითო. 
 
უწმინდესს უნდა ეთქვა, რომ მიკერძოებულ პოლიტიკურ განცხადებებს არ ჰქონოდა ადგილი და არა, ზოგადად, პოლიტიკურ განცხადებებს. ყველა მეუფე უნდა ქადაგებდეს სიმართლეს ამბიონიდან.  რა არის იმაში დასამალი დაგასაჩუმებელი, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევა არ შეიძლება, ხალხნო! ნათელმირონობის მადლის გამტეხიროგორ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი იყოს. სისხლით ნათესაობა 6 თაობა გადადის, ნათლიმირონობა – 9. 9 თაობაკი არა, მეორეშივე გატეხა, თავისი შვილის ნათლიას გაჰყვა ცოლად. კაშიას ჯერ ბავშვი მოანათვლინა და მერეცოლად გაჰყვა. მერე რა, რომ ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილია, გაირყვნა იქ, პარიზში ზნეობა.
 
წყარო: „ალია“, დიანა ლიპარტელიანი

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....