მთავარისიახლეებიკონფლიქტებიბესარიონ აპლიას ,,აფხაზეთის ეკლესიის'' ავტოკეფალია უნდა, მაგრამ არ უნდა, თუ ეს...

ბესარიონ აპლიას ,,აფხაზეთის ეკლესიის” ავტოკეფალია უნდა, მაგრამ არ უნდა, თუ ეს დიდბატონი კირილის ნება არ იქნება

Published on

ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის „მეთაური“ ბესარიონ აპლია მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებას უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ უგუნურ და ამერიკელებისა და ევროპელების მიერ ინსპირირებულს უწოდებს. ამის შესახებ მან „რია ნოვოსტის“ განუცხადა.
 
„მართლადიდებელი ეკლესია ერთია და წესები, რომლებიც მართლმადიდებელ სამყაროში არსებობს, ყველასთვისაა განკუთვნილი. ვინც ისინი ანათემას გადასცა, მათვე უნდა გადაწყვიტონ აპატიონ თუ არა. პატიებისთვის კი საჭიროა მონანიება. სინანულის წერილი არ არის. როგორ შეეძლო მათთვის ანათემის მოხსნა ბართლომეოსს, რომელსაც მათთან არავითარი კავშირი არ აქვს? სწორედ ეს არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრა. სახეზეა კანონიკური ნორმებისა და სამოციქული დადგენილებების დარღვევა. კონსტანტინოპოლმა საკუთარ თავზე აიღო ასეთი უგუნური მიდგომა მართლმადიდებლური საკითხის გადასაწყვეტად“, – აღნიშნა ბესარიონ აპლიამ.
 
მისი თქმით, თუკი საეკლესიო ვითარებაში რამე საკითხი წამოიჭრება, ეს კანონიკურმა ადამიანებმა უნდა გადაჭრან, რომლებიც უკრაინის ეკლესიაში არიან. „რუსეთი ხომ არ ართმევს უკრაინას ავტონომიას?! ამ კონფქლიქტში აფხაზეთი მოსკოვს და პატრიარქ კირილს უჭერს მხარს. ჩვენ, აფხაზები კირილზე ვსაუბრობთ, როგორც დიდ ბატონზე, მამასა და ქართული აგრესიისგან დამცველზე. ქართულ აგრესიას თან სდევდა სწორედ ასეთი უხეში დარღვევები. ჩვენ არ შეგვიძლია განათლება ქართულ ენაზე. ჩვენ ვიცავთ მართლმადიდებლობის სიმართლეს, სიმართლე კი – რუსეთის მხარესაა“, – აცხადებს ე.წ. ეკლესიის მეთაური.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...