მთავარისიახლეებიეკონომიკარამ დააფრთხო ინვესტორები? - წლის პირველ ნახევარში კაპიტალდაბანდება 10%-ით შემცირდა

რამ დააფრთხო ინვესტორები? – წლის პირველ ნახევარში კაპიტალდაბანდება 10%-ით შემცირდა

Published on

“2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 10%-ით შემცირდა – 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ 676,2 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 10%-ით ჩამოუვარდება. – ინფორმაციას ამის სესახებ ,,რეზონანსი'' აქვეყნებს.
 
გამოცემის სტატიაში სათაურით ინვესტორები დაფრთხნენ, ქვეყანაში რაღაც საეჭვო დინებაა  მოცემულია ამ გარემოების ანალიზი და შეფასებები.
 
  .ბიზნესი, პოლიტიკოსები და ანალისტიკოსები ფაქტს ხელისუფლების ხელოვნურად შექმნილ ბარიერებს უკავშირებენ. ბოლო დროს გამოიკვეთა გულგრილობაც კაპიტალდაბანდების მიმართულებითაც. ბიზნესმენები ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ჩივიან და მათი პოზიციის დასტურად ოფიციალური სტატისტიკაც კითხვებს აჩენს… აღსანიშნავია, რომ წელსაც ინვესტიციებში ბოლო ადგილს სოფლის მეურნეობა იკავებს, სადაც მხოლოდ 6,2 მილიონი დოლარი ჩაიდო,” –  ნათქვამია სტატიაში. 
 
“პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველო დღეს ეკონომიკის მიმართულებით არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, პრობლემის სათავე კი სახელისუფლებო წრეებშია. “ვიმყოფებოდით მასშტაბული პროექტის პრეზენტაციაზე, პროქტი ესტონელმა ინვესტორმა განახორციელა და იქ უამრავი ბიზნესმენი გახლდათ ევროპიდან. თითქმის ყველას პირადად ვესაუბრე და აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მთავრობისთვის უცხოური ინვესტიციები პრიორიტეტული აღარ არის. შედეგად, შენელებულია ინვესტიციების მოზიდვის ტემპიც და უშუალოდ ინვესტორების სანდოობის კოეფიციენტიც კლებულობს. ეს არის უდიდესი პრობლემა საქართველოსთვის. მთავრობა უნდა ხელის შელის შემწყობი, ხდება პირიქით – მაგალითად ამ ესტონელ ინვესტორს აქვს სერიოზული პრობლემები ჩვენს ოფიციალურ თანამდებობის პირებთან…”, – ამბობს უსუფაშვილი. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ გამოჩნდა გარკვეული სახიფათო დინებები, რაც აფრთხობს ინვესტორს”, – აღნიშნავს გამოცემა.
 
“ძალიან საინტერესო ინიციატივების მიუხედავად, რაც ახალ პრემიერს აქვს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით, ნათელია ისიც, რომ გამოჩნდა სახიფათო დინებები… გარდა იმისა, რომ ჩვენთან ბიზნესის კეთება მარტივია და ამ მხრივ ნამდვილად ვაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნებს, აუცილებელია უსაფრთხო გარემო. ოქუაშვილის საქმის მსგავსი საქმეები კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის იმიჯს და იწყება კაპიტალის გადინება. ხელისუფლება სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ საკითხს ნაცვლად იმისა, რომ ხალი აიქნიოს – ეს ანტიპიარია. უნდა მოახდინოს სწრაფი რეაგირება, რათა ინვესტორებმა დაცულად იგრძნონ თავი, თორემ კლების ტენდენცია შეუქცევადი გახდება”, – მიიიჩნევს გამოცემის კორესპონდენთტან საუბრისას გია ხუხაშვილი.
მა

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...