მთავარისიახლეებიმსოფლიოხატია დეკანოიძე ამერიკაში პოლიციის ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის ბორდის წევრად აირჩიეს

ხატია დეკანოიძე ამერიკაში პოლიციის ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის ბორდის წევრად აირჩიეს

Published on

 
თანამედროვე ქართული და უკრაინული პოლიციის ერთ-ერთი შემქმნელი და ხელმძღვანელი, ხატია დეკანოიძე ამერიკაში პოლიციის ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის ბორდის წევრად აირჩიეს.
 
ეს გადაწყვეტილება გამოცხადდა ასოციაციის კონფერენციაზე, რომელიც ამ დღეებში ჩატარდა   ფლორიდაში .  კონფერენციის მონაწეილეებს მიესალმა დაესწრო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. აღსანიშნავია, რომ წკლევანდელ კონფერენციაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უკრაინის პოლიციაში განხორციელებულ რეფორმებზე. ბუნებრივია, რომ პოროშენკოს რეჟიმი   ვერ მიჩქმალა ხატია დეკანოიძის უდიდესი როლი ამ საქმეში. ამის დასრურია პ ხატია დეკანოიძის რეფორმატორული საქმეების არიარება საერთაშორისო ასოცისციის მიერ და მისი არჩევა ორგანიზაციის ბორდის წევრად. 
 
ცნობისათვის: IACP ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციია მსოფლიოში, იგი დაფუძნდა 1893 წელს ჩიკაგოში კონკრეტული მიზნით,  რომ  შემდგარიყო თანამშრომლობა ამა თუ იმ სააგენტოს იურისდიქციის გავრცელების ტერიტორიიდან გაქცეული ადამნაშავეების დაკავების საქმეში. 
 
დაფუძნებიდან განვლილი მრავალი ათეული წლის მანძილზე ორგანიზაციამ მნიშვნელოვნად იცვალა სახე ,  გაფართოვდა მის წევრთა რაოდენობა,  მისია და ფუნქციები – დღეს ორგანიზაცია ინტენსიურად  მუშაობს საპოლიციო პრაქტიკაში  ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების დამკვიდრებაზე, სხვადასხვა ქვეყნის პოლიციებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლაზე, თანამშრომლობის გაღრმავებაზე . 
 
 
 
 

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...