მთავარისიახლეებიკულტურაახალი სახეები, რომელნიც წინსწრებით ალამაზებენ ზუგდიდის თეატრის სცენას

ახალი სახეები, რომელნიც წინსწრებით ალამაზებენ ზუგდიდის თეატრის სცენას

Published on

 
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასში სიახლეებია – აფიშებზე მალე ვიხილავთ ახალ სახეებს – მაია ცინცაძესა და მარიამ ხანთაძეს , რომლებიც დემეტრე ნაყოფიასთან ერთად ახლახან შეუერთდნენ დასს. 
 
ზუგდიდის თეატრალური ოჯახის ახალი წევრი- მარიამ ხანთაძე  დღემდე  ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუშაობდა მსახიობად. ოზურგეთის თეატრის სცენაზე მას წარმატებულად  აქვს ნათამაშები ათეულობით როლი,  და ყველა საფუძველია იმისათვის, რომ მისგან შემოქმედებითი წინსვლის ახალ ეტაპს ველოდოთ ახლო მომავალში.
 
 
 
თეა ცინცაძე ზუგდიდმა ბათუმს მოსტაცა,  – მსახიობს ნათამაშები აქვს როლი ბათუმის ექსპერიმენტული თეატრის სცენაზე სპექტაკლში „მაკბეტი“ და , როგორც რეცენზიები მოწმობს – ძალიან საინტერესო სახე შექმნა.
 
 
,,მგონი, წინსწრებით ალამაზებენ ზუგდიდის თეატრის სცენას'' – წერს ინტერნეტმომხმარებელი თეატრის ვებ გვერდზე, რომელიც  დასის ახალ სახეებს წარმოგვიდგენს. ძნელია არ დაეთანხმო.
 
პროფესიულ ზრდას,ნაყოფიერ და წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას ვუსურვებთ ახალგაზრდა მსახიობებს ზუგდიდის სცენაზეც
 
 

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...