მთავარისიახლეებიპოლიტიკააგონიაში მყოფი ხელისუფლება საჯარო მოხელეების მიმართ ტოტალურ ძალადობაზე გადავიდა - გიორგი ვაშაძე

აგონიაში მყოფი ხელისუფლება საჯარო მოხელეების მიმართ ტოტალურ ძალადობაზე გადავიდა – გიორგი ვაშაძე

Published on

ხელისუფლება უმძიმეს მდგომარეობაშია და საჯარო მოხელეების მიმართ ტოტალურ ძალადობაზე გადავიდა – გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერი გიორგი ვაშაძემ გამართულ ბრიფინგზე იმ ზეწოლაზე ისაუბრა, რომელსაც ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილისთვის ხმების მოსაპოვებლად მიმართავს.ვაშაძის თქმით, საქართველოს მასშტაბით საჯარო მოხელეებს აიძულებენ, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ სიები წარმოადგინონ.„უკვე მასიურად მთელი საქართველოს მასშტაბით მათ დაიწყეს იძულება საჯარო მოხელეების რომ მიიტანონ მხარდამჭერების სიები სალომე ზურაბიშვილისთვის და უარყოფის შემთხვევაში იმუქრებიან სამსახურიდან გათავისუფლებით,“-აცხადებს ვაშაძე.გიორგი ვაშაძეს მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაც მოჰყავს. სადაც ნათქვამია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო მოხელეებზე ზეწოლა მასიური ხასიათისაა.„პირდაპირ მიცემული აქვთ დავალება და ურეკავენ საჯარო მოხელეებს ტექსტით : თქვენ გაქვთ საპატრულო პოლიციის ჯარიმა, ან მართვის მოწმობა გაქვთ ჩამორთმეული და თუ მოგვიტანთ 15-20 ადამიანის მხარდამჭერ სიას ასეთ შემთხვევაში დაგიბრუნდებათ მართვის მოწმობა ან გაგიუქმებთ ჯარიმას.ეს არის ტოტალური უკანონობა. ეს არის აგონიაში მყოფი „ქართული ოცნების“ მასიური ძალადობა საჯარო მოხელეებსა და მოქალაქეებზე“-ამბობს გიორგი ვაშაძე.ვაშაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისაც დაურეკავენ და შესთავაზებენ ჯარიმის გაუქმებას მიმართონ გაერთიანებულ ოპოზიციას „ძალა ერთობაშიას“.„ჩვენ დავუპირისპირებთ აბსოლუტურად ყველაფერს, რომ ეს უკანონობა შევაჩერთო,“-ამბობს ვაშაძე.ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებულ ოპოზიციას ეს ინფორმაცია გადაცემული ამერიკის საელჩოსთვის საქართველოში.„ძალა ერთობაშია“ ინფორმაციის გადაცემას ასევე აპირებს ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...