მთავარისიახლეებიპოლიტიკაააიპებ-ის თანამშრომლებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას აიძულებენ

ააიპებ-ის თანამშრომლებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას აიძულებენ

Published on

 
რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე  მყოფი ა(ა)იპ-ებს  ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ . ამის შესახებ  „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საიასა და „სამართლიანი არჩევნების“  კვლევაშია ნათქვამი. „დამკვირვებლების ცნობით, ა(ა)იპების თანამშრომლებმა წინასწარ მომზადებულ ბლანკებში მათი ოჯახის წევრების შესახებ პერსონალური მონაცემები უნდა შეავსონ. კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საარჩევნო უბნის ნომერი და ნათესაური კავშირი შესაბამის პირებთან.კვლევის ავტორები არ აკონკრეტებენ, რომელ ააიპებში მოხდა ეს შემთხვევები,  რადგან ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა ორგანიზაციების დამკვირვებლებთან საუბრისას განაცხადეს, რომ მოცემულ ფაქტზე ღიად საუბრის შემთხვევაში შიშობენ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებენ.არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ზემოთ აღნიშნული ქმედებები, შეიცავს იძულების და ზეწოლის ნიშნებს, ასევე, წარმოადგენს  ადმინისტრაციული რესურსისგამოყენებას მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ, რაც წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კანონმდებლობასთან.  ზუგდიდში, საჯარო სამსახურებში, მათ შორის სკოლებში, ბაღებში სპეციალური შესავსები ბლანკების დარიგებაზე ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ანი წითლიძე ამ ფაქტს დასაქმებულებზე ზეწოლად მიიჩნევს. რაც შეეხება ააიპებს, დირექტორები მსგავს შემთხვევებს უარყოფენ და ამბობენ, რომ დავალება არავისგან მიუღიათ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...