მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ვის გიკვირთ, რომ ვიგინდარა და ქურდი ჩხარტიშვილი ელაპარაკება ნარიშკინს, რომ მოეხმაროს სააკაშვილის...

„ვის გიკვირთ, რომ ვიგინდარა და ქურდი ჩხარტიშვილი ელაპარაკება ნარიშკინს, რომ მოეხმაროს სააკაშვილის ჩამოგდებაში” – გრიგოლ ვაშაძე

Published on

„ვის გიკვირთ ის, რომ ვიგინდარა და ქურდი ჩხარტიშვილი ელაპარაკება ნარიშკინს იმის თხოვნით, რომ მოეხმაროს სააკაშვილის ჩამოგდებაში,“- ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ახალ სკანდალურ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გააკეთა,  საიდანაც ირკვევა, თუ როგორ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას.გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.  
„როდესაც ძალიან ბევრს ჰქონდა ეჭვი და ამბობდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების გარეშე 2012 წლის არჩევნებს არ ჩაუვლია, ამაზე შეთქმულების თეორიებს გვაბრალებდნენ და გვეუბნებოდნენ, როგორც ყოველთვის ვყვირით – მგელი იქ, სადაც არავითარი მგელი არ არის. კრემლის კრიმინალურმა დაჯგუფებამ შეერთებული შტატების არჩევნებში გაბედა ჩარევა, წაროიდგინეთ მასშტაბი, რომლითაც ის საქართველოში ერეოდა. იმ ბიზნესმენების ბუნებისგან, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ 2012 წელს, გაყიდიან 10 პროცენტი მოგებისთვის, რასაც გინდათ და 50 პროცენტი მოგებისთვის თავის ხელით ამოხოცავენ თავისივე ოჯახს,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...