მთავარისიახლეებისაზოგადოებაშსს-მ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის და ოპერატორის ცემის ფაქტზე, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“...

შსს-მ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის და ოპერატორის ცემის ფაქტზე, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ თანამშრომელი და თარჯიმანი დააკავა

Published on

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის და ოპერატორის ცემის ფაქტზე შსს-მ ორი პირი დააკავა. ორივე პირი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული. უწყების ცნობით, დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ს.უ. და 1976 წელს დაბადებული ი.ც.„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ სოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ს.უ. და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი ი.ც. დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 154-ე მუხლის მე-2 და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სიახლეები

26 თებერვლიდან 1 მარტამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვა, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით,...

დაკავებულია დაცვის პოლიციის თანამშრომელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე,...

ზელენსკი არის უმადური ადამიანი – შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" ლიდერი, შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტს "უმადურ ადამიანს" უწოდებს. როგორც მან ქართველ ჟურნალისტებთან თქვა,...

ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ იმედს გვაძლევს საქართველოზე, ქართველი ხალხია – ტობიას კრემერი

ჩვენი პოზიცია ცხადია, საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქართული ოცნების“ არა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის...