მთავარისიახლეებისაზოგადოებაქართული ენის არცოდნა სავარაუდო პრეზიდენტისთვის დასაშვებია, უცხოელებზე კი ასეთ...

ქართული ენის არცოდნა სავარაუდო პრეზიდენტისთვის დასაშვებია, უცხოელებზე კი ასეთ შემთხვევაში მუდმივი ცხოვრების ნებართვა შესაძლოა, აღარ გაიცეს

Published on

ქართული ენის ცოდნის გარეშე, უცხოელებზე საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა შესაძლოა, აღარ გაიცეს, – ამის შესახებ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტშია აღნიშნული.
 
ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს.
 
კანონპროექტის ავტორი საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობაა“. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანაში შრომითი და მუდმივი ცხოვრების ნებართვების, აგრეთვე არალეგალური იმიგრაციის გამკაცრებას ითვალისწინებს.
 
„ინიციატივის მიზანია გაამკაცროს მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის წესი. მხოლოდ 6 წლის განმავლობაში დროებითი ნებართვის საფუძველზე ცხოვრება არ უნდა იყოს მუდმივი ცხოვრების ნებართვის საკმარისი პირობა. დამატებითი მოთხოვნების სახით აუცილებლად მიგვაჩნია სახელმწიფო ენის ცოდნა ელემენტარულ დონეზე, საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია ან საკუთრება მინიმუმ 200 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში,“ – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
 
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტი პირველი მოსმენისთვის განიხილა და მის პრინციპებს მხარი დაუჭირა. კენჭისყრა კი, მომდევნო სხდომაზე ჩატარდება.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...