მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ომეგა ჯგუფის“ სკანდალური საქმის ახალ ფარულ ჩანაწერებს, ოპოზიცია ეხმაურება

„ომეგა ჯგუფის“ სკანდალური საქმის ახალ ფარულ ჩანაწერებს, ოპოზიცია ეხმაურება

Published on

ფარული მოლაპარაკებები კრემლთან და ხელისუფლების შეცვლის მცდელობა რუსული სცენარით – „ომეგა ჯგუფის“ სკანდალური საქმის ახალ ფარულ ჩანაწერებს, ოპოზიცია ეხმაურება.ჩანაწერებიდან ირკვევა, თუ როგორ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას. ოპოზიციის შეფასებით, ეს არის სამშობლოს ღალატი და მცდელობა, რომ გარკვეულ განაწყენებულ პირებს მაშინდელი ხელისუფლება დაემხო.ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ჩანაწერის ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოებმა ადეკვატური ზომები უნდა მიიღონ.
„უფრო ამაზრზენი ის არის, რომ ამ საქმეში მან დახმარება სთხოვა რუსეთს, რომლის ტანკებიც აქვე, თბილისთან დგას. ყველა ქვეყანაში და ყველა ენაზე ამას ჰქვია ერთადერთი სიტყვა და არის ერთი შეფასება – საკუთარი სამშობლოს ღალატი. ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილის მრჩევლებს შორის ჩხარტიშვილი პირველ რიგშია, ივანიშვილი მასთან თათბირობს საქვეყნო საქმეებზე და მასთან ერთად ალაგებს კორუფციულ სქემებს. ჩვენ რას უნდა ველოდებოდეთ, რომ ლევან ყიფიანის შემდეგ ბატონი ვანო ჩხარტიშვილი გამოვა და გვეტყვის, რომ მას ოქუაშვილი ამეცადინებდა და დუბლებს წერდა სამშობლოს ღალატში? ამასაც მოვისმენთ? დაველოდები ნამდვილად, რა ახალ სპექტაკლს მოიფიქრებს პროკურატურა,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, ჩანაწერებიდან ნათლად იკვეთება, რომ გარკვეული პირები რუსეთის ადმინისტრაციასთან დაკავშირებულები არიან.„ცალსახად ჩანს, რომ გარკვეული ფინანსური წყაროების მქონე ადამიანები დაკავშირებულები არიან რუსეთის ადმინისტრაციასთან და რუსეთის ადმინისტრაცია მანიპულირებს გარკვეული ქმედებებით მათი მხრიდან. დღეს ეს ადამიანები ქმნიან პოლიტიკურ ამინდს ქვეყანაში, რაც ყოვლად მიუღებელია, ამიტომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, თუ რა დგას ამის უკან და ვინ დგას ამის უკან. ეს არის სპეცსამსახურები, სხვა მიმართულებები თუ ეს არის პუტინის მიერ უშუალოდ წარმოებული პოლიტიკა,“- განაცხადა ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...