მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო

მიხეილ სააკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო. მასთან ერთად იმყოფებოდა ნიკა რურუაც, რომელიც წლევანდელ ბაზრობაზე ოფიციალურად გერმანულმა მხარემ მიიწვია. მიხეილ სააკაშვილი ბექა გოჩიაშვილის კონცერტზეც იმყოფებოდა. მესამე პრეზიდენტმა საქართველოს პანელი დაათვალიერა. მან საქართველოს პრემიერის გამოსვლა გააკრიტიკა, რადგან სააკაშვილის თქმით, მამუკა ბახტაძეს ოკუპაციაზე არ უსაბრია. 
 
„ასეთი რაღაცა ყოველთვის უნდა გამოიყენო შენი ქვეყნის მდგომარეობის გასატანად. გუშინ გამოვიდა ე.წ. პრემიერ-მინისტრი და ერთი სიტყვა არ უთქვამს ოკუპაციაზე. მერე ვიღაცას უკვირს მერკელი რატომ არ ამბობსო. მერკელი რა შუაშია, შენ თვითონ თუ არ ამბობ ძალით ხომ არ გეტყვის. ერთადერთი მწერალი ქართველი გოგო, ხარატიშვილი, რომელიც ძალიან მაგარი გერმანელი მწერალია ის ლაპარაკობდა ოკუპაციაზე, მაგრამ ის გერმანელია უკვე, რა თქმა უნდა ქართველია, მაგრამ გერმანული კულტურის წარმომადგენელია. ჩვენი მთავრობა არ არსებობდა. ილაპარაკოს ხარატიშვილმა ილაპარაკოს სააკაშვილმა, ჩვენ არ ვილაპარაკებთ, არ გავაღიზიანოთ. აქაც გამოჩნდა არამხოლოდ ბრწყინვალება საქართველოსი, არამედ უბედურება საქართველოსი, თუნდაც ამ გახსნის დროს,“ – ამბობს სააკაშვილი.

სიახლეები

სააპელაციო სასამართლოში ზვიად რატიანის პროცესი გადაიდო

ზვიად რატიანის საქმე - სააპელაციო სასამართლოში დაკავებული პოეტის პროცესი გადაიდო. ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, სასჯელაღსრულების...

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის - ეს პირობა პოლიტიკოსის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ – ოცნების ანტიევროპული კურსის ერთი წელი – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2025 წელს ქართული ოცნების გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ...

ზელენსკი-რუსეთმა 30 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 4 ადამიანი

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის,...