მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე სამადაშვილი: "ხელისუფლებას ეშინია იმ რეალობის, რაც ქვეყანაში არის და მუდმივად იყურება...

სალომე სამადაშვილი: “ხელისუფლებას ეშინია იმ რეალობის, რაც ქვეყანაში არის და მუდმივად იყურება უკან”

Published on

"ხელისუფლებას ეშინია იმ რეალობის, რაც ქვეყანაში არის და მუდმივად იყურება უკან," -ასეთია სალომე სამადაშვილის შეფასება ქართული ოცნების წარმომადგენლების არგუმენტებზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც მუდმივად აპელირებენ ნაციონალურ მოძრაობაზე და ხელს წინა ხელისუფლებისკენ იშვერენ.
 
ენმ-ის წევრი აცხადებს, რომ ხელისუფლების კოორდინირებული თავდასხმა უკავშირდება არჩევნებს და ქართულმა ოცნებამ კარგად იცის, რომ ვერ მოიგებს არჩევნებს.
 
„გასაოცარია ყველასთვის, რომ ერთი მხრივ, კობახიძე და ივანიშვილის მიერ დანიშნული ბიჭები თუ გოგონები საუბრობენ იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა არის წარსული და ამავე დროს მუდმივად საუბრობენ კვლავ ნაციონალურ მოძრაობაზე. ეს არის ერთი რამის ნიშანი მხოლოდ, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის მმართველ გუნდს დღეს ძალიან ეშინია იმ რეალობის, რომელიც არის შექმნილი ქვეყანაში და სწორედ ამიტომ მუდმივად იყურება უკან და მათი ეს შიში არის ძალიან სწორი,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
 
ის აცხადებს, რომ ხელისუფლებას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ხალხი არ მივიდეს არჩევნებზე და ეს მისცემს საშუალებას, რომ გააყალბოს შედეგები.
 
„ამიტომ ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი და იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი გასცემს საკადრის პასუხს ბიძინა ივანიშვილს," – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
 
მან "აბსურდული" უწოდა ირაკლი კობახიძის განცხადებებს, რომელიც მან მესამე სექტორის მიმართ გააკეთა.
 
სალომე სამადაშვილის განცხადებით, კობახიძე არსაიდან მოსული პოლიტიკოსია და ის ცდილობს, თავი მოაწონოს ივანიშვილს, რომ სამსახურიდან არ გაუშვას. 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...