მთავარისიახლეებიპოლიტიკასაერთაშორისო დამკვირვებლები: ,, არ გვსურს ვიხილოთ რომელიმე პარტიის მხრიდან პოლიტიკური მიზნებისთვის სამთავრობო...

საერთაშორისო დამკვირვებლები: ,, არ გვსურს ვიხილოთ რომელიმე პარტიის მხრიდან პოლიტიკური მიზნებისთვის სამთავრობო ინსტრუმენტების გამოყენება”

Published on

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს „ეროვნულ დემოკრატიული“ (NDI) და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტები" (IRI) აქტიურად დააკვირდებიან.
 
გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების პრეზიდენტები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის წარმართვა.
 
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ არ სურთ, იხილონ რომელიმე პარტიის მხრიდან პოლიტიკური მიზნებისთვის სამთავრობო ინსტრუმენტების გამოყენება. დენიელ თუაინინგის თქმით, მსოფლიო დააკვირდება, გრძელდება თუ არა საქართველოში დემოკრატიის პროგრესი.
 
„ცხადია, საქართველოში თავისუფალი, კონკურენტუნარიანი, მრავალპარტიული პოლიტიკის ნახვა გვსურს და არ გვინდა ვიხილოთ, რომელიმე პარტია პოლიტიკური მიზნებისთვის სამთავრობო ინსტრუმენტებს იყენებდეს. გვინდა, ყველას ჰქონდეს თავისუფალი არჩევანი და ხმის მიცემის თავისუფალი საშუალება. გვსურს ძლიერი პოლიტიკური კონკურენციის და შეჯიბრის ნახვა იმ საკითხების გამოხატვით, რომელიც ქართველ ხალხს აინტერესებს. საქართველო ძლიერი დემოკრატიის ძალიან წარმატებულ მაგალითად განიხილება. დღეს არის ხალხი, რომელიც სვამს შეკითხვებს საქართველოს პროგრესის შესახებ, თუ აგრძელებს პროგრესს საქართველოს დემოკრატია. ვფიქრობ, მსოფლიო დააკვირდება, თუ არის დემოკრატიის პროგრესი საქართველოში,“- განაცხადა დენიელ თუაინინგმა.
 
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ პრეზიდენტის, დერექ მითჩელის თქმით, რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში იყოს სტაბილური დემოკრატია.
 
„საქართველოს, უკრაინის მაგალითები, ის, რაც ხდება სომხეთში. იმედს გვაძლევს. ძალიან აქტიურად დავაკვირდებით და ყოველთვის საუკეთესოს ვუსურვებთ ქართველ ხალხს. ნებისმიერი არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის აგზავნის სიგნალს, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას,“- განაცხადა დერექ მითჩელმა.
 

სიახლეები

მალანია შვილისთვის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს - ზაჰესის...

მალანიას ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარედგინა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. შს მინისტრის ყოფილი...

ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%,...

საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო...