მთავარისიახლეებიპოლიტიკაქრისტინა პუშოუ: "ძალიან გაკვირვებული ვართ პოლიციის ქმედებით. მე არ მგონია, რომ ახლა...

ქრისტინა პუშოუ: “ძალიან გაკვირვებული ვართ პოლიციის ქმედებით. მე არ მგონია, რომ ახლა სიტყვის თავისუფლება არსებობს თქვენს ქვეყანაში”

Published on

  რუსთაველზე პარლამენტის წინ შვილმკვდარი მამების აქციაზე გუშინ მორიგი დაპირისპირება მოხდა – სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ბანერების საშუალებით კარვის კონსტრუქციის გაშლის უფლება არ მისცეს.
 
აქციის მონაწილეები პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ და ტერიტორიაზე ბანერების განთავსებას ითხოვენ.
 
"წინაზე როდესაც კარვები წაგვართვა პოლიცია განმარტება მოგვცეს ასეთი რომ კარვებში ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ სიტუაციას. სპეციალურად შევიმუშავეთ ისეთი გეგმა, რომ პოლიციისთვისაც ყოფილიყო კონტროლირებადი, წინა ფასადი არ იყო დახურული, სრულიად შეეძლოთ ეკონტროლებინათ, მაგრამ ამჯერად თავიანთ მოთხოვნასაც გადააბიჯეს,"-აცხადებს ზაზა სარალიძე. 
 
აქციას მოგვიანებით ამერიკიდან ჩამოსული პოლიტიკური კონსულტანტიც შეუერთდა, მან  ზაზა სა­რა­ლი­ძე­სა და მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს პლე­დე­ბი, წყა­ლი და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი გა­დას­ცა და მედიასთან  შვილმკვდარი მამებისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე ისაუბრა. ქრისტინა პუშოუმ პოლიციელთა რეაგირება დანაშაულად შეაფასა.
 
"ძალიან გაკვირვებული ვართ პოლიციის ქმედებით. უცნაურია რომ აქტივისტების ასეთი მცირე ჯგუფის წინააღმდეგ აქ ამდენი პოლიციელია მობილიზებული. ხშირად მსმენია რომ სააკაშვილის დროს საქართველოში არ იყო სიტყვის თავისუფლება. მე არ მგონია, რომ ახლა სიტყვის თავისუფლება არსებობს თქვენს ქვეყანაში. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ვამტკიცო, რომ საქართველოში ნამდვილი დემოკრატიაა და ამ მხრივ აქ ყველაფერი კარგადაა,"-აცხადებს ქრისტინა პუშოუ
 
 
ცნობისათვის : ,ქრის­ტი­ნა პუ­შოუ აშშ-ის მო­ქა­ლა­ქეა და ფლობს სა­ქარ­თვე­ლოს დრო­ე­ბი­თი ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბას. იგი  PR კონ­სულ­ტა­ცი­ებს უწევს პო­ლი­ტი­კო­სებს/პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფებს – რო­გორც ბრენ­დინ­გში, ისე კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბის ლო­ბი­რე­ბა­ში, არის Politiacl Vanguard-ში პო­ლი­ტი­კური კონ­სულ­ტან­ტი. .  წერს სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კა­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი ბაზ­რის ეკო­ნო­მი­კა­ზე. ქრის­ტი­ნა პუ­შოუ კარ­გად იც­ნობს სა­ქარ­თვე­ლოს შიდა პო­ლი­ტი­კას და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას,  წერს ვი­დე­ობ­ლო­გებს სა­ქარ­თვე­ლო­ზე და მა­ყუ­რე­ბელს მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კის შე­ფა­სე­ბებს სთა­ვა­ზობს. აცხა­დებს, რომ მისი აზრი ყო­ველ­თვის არ ემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პო­ზი­ცი­ებს და რომ ეს მისი კერ­ძო, ექ­სპერ­ტუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბია.
 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...