მთავარისიახლეებიმსოფლიოგაერო-ში აშშ-ს ელჩი ნიკი ჰეილი თანამდებობიდან გადადგა

გაერო-ში აშშ-ს ელჩი ნიკი ჰეილი თანამდებობიდან გადადგა

Published on

გაერო-ში აშშ-ს ელჩი ნიკი ჰეილი თანამდებობიდან გადადგა. როგორც ამერიკული მედია იუწყება, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადადგომის შესახებ მისი განცხადება დააკმაყოფილა.
 
ამ მომენტისთვის უცნობია თუ რა მიზეზის გამო გადადგა ნიკი ჰეილი.
,,.ნიკი ჰეილიმ ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ მითხრა, რომ წლის ბოლოს დატოვებდა გაერო-ში აშშ-ს ელჩის პოსტს, რომ მას შესვენება სჭირდება. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნიკი ჰეილისთან ერთად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
 
. „ამ წლის ბოლოს ნიკი ჰეილი დატოვებს თავის თანამდებობას. თუმცა, ჩვენ მუდმივად გვექნება კავშირი ერთმანეთთან. ნიკიმ შესანიშნავი სამუშაო განახორციელა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
 
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე უთხრა ნიკი ჰეილის, რომ იმედი აქვს, ის დაბრუნდება მის ადმინისტრაციაში. „იმედი მაქვს, რომ რაღაც მომენტში დაბრუნდები. შეგიძლია შენით აირჩიო თანამდებობა“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ნიკი ჰეილის.
 
თავის მხრივ გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატურას არ წარადგენს და არჩევნებზე მხარს დონალდ ტრამპს დაუჭერს.
 
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი შვილი ივანკა ტრამპი შესანიშნავი იქნება გაერო-ში აშშ-ს ელჩის პოსტზე.
 
„მინდა გითხრათ, რომ ივანკა ამ თანამდებობაზე დინამიტის მაგვარი იქნებოდა, თუმცა, ხომ გესმით, მერე ნეპოტიზმში დამადანაშაულებენ. მართლაც, შესანიშნავი იქნებოდა ივანკა ამ თანამდებობაზე. არ ვარ დარწმუნებული, რომ მსოფლიოში ვინმე მასზე უფრო კომპეტენტური იყოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
 
 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...