მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ბავშვთა სამყარო'' ივანიშვილის დაკვეთით გაძარცვა და გადაწვა ადგილობრივ ადმინისტრაციაში მყოფმა...

,,ბავშვთა სამყარო” ივანიშვილის დაკვეთით გაძარცვა და გადაწვა ადგილობრივ ადმინისტრაციაში მყოფმა კრიმინალურმა ხროვამ” – დაზარალებულების აქცია თბილისში

Published on

,,ბავშვთა სამყაროს''  ხანძრის შედეგად დაზარალებულები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და თავის დაწვით იმუქრებიან.
 
აქციის მონაწილეებმა, მთავარ პროკურატურასთან დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და შალვა თადუმაძეს ვადა ხვალ საღამომდე მისცეს.
 
დაზარალებულები, მთავარ პროკურორთან შეხვედრას, ზარალის ანაზღაურებას და ბავშვთა სამყაროს ხელმძღვანელობის დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც მათი განცხადებით ხანძარი შენობაში განზრახ, ხელისუფლებასთან შეთანხმებით გააჩინეს.
 
„ჩვენი მოთხოვნა არის სასწრაფოდ შეწყდეს ეს უაზრო დაკითხვები რაც მიმდინარეობს. მიმდინარეობდა თვეში 1 პროცესი. დაიკითხა დაზარალებულების უმეტესობა, დაიკითხა ის ხალხი, ვინც მართლა დაზარალებულია. ახლა მაჭავარიანმა დაზარალებულად  ისეთი ხალხი სცნო, ვისაც ფაქტიურად ზარალი არ უნახავს არც ერთი პროცენტით.
 
„მთავარი მოთხოვნა არის ზარალის ანაზღაურება. ადგილობრივმა ადმინისტრაციაში მყოფმა კრიმინალურმა ხროვამ გაძარცვა და დაწვა ეს ხელისუფლების დაკვეთით. იმათი მფარველობით არიან დღემდე, ესენი ვინ არიან – ივანიშვილი, კვირიკაშვილი, კალაძე, ხაზარაძე, ფარცხალაძე, რომელიც დღემდე მფარველობს ამათ,“ – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

სიახლეები

მალანია შვილისთვის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს - ზაჰესის...

მალანიას ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარედგინა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. შს მინისტრის ყოფილი...

ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%,...

საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო...