მთავარისიახლეებისამართალიაფხაზეთის ,,სახელმწიფო’’ ჰიმნის ავტორს პედოფილიისათვის ოცი წლით პატიმრობა მიესაჯა

აფხაზეთის ,,სახელმწიფო’’ ჰიმნის ავტორს პედოფილიისათვის ოცი წლით პატიმრობა მიესაჯა

Published on

აფხაზ კომპოზიტორს, სეპარატისტული აფხაზეთის ,,სახელმწიფო’’ ჰიმნის ავტორს ვალერი ჭკადუას სოხუმის სასამართლომ  მიუსაჯა ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით და დაზარალებულებისთვის კომპენსაციის სახით 600 000 რუბლის გადახდა. ეს სასჯელი მას პედოფილიის , ასევე იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო შენახვა-ტარებისათვის დაეკისრა. 
 
როგორც სასამართლოს განაჩენშია ნათქვამი, ვალერი ჭკადუას დაუდასტურდა  ბრალეულობა სექსუალური ხასიათის ძალადობაში,  გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებებში    მცირეწლოვანთა მიმართ, ასევე იარაღის უკანონო შენახვა-ტარებაში .
 
2012  წელს მან თავის საცხოვრებელ სახლში მოტყუებით შეიყვანა 2002 წელს დაბადებული გოგონა, რომელიც მაშინ 14 წლისაც არ იყო,  ბამბუკის ჯოხითა და ცოცხით  სცემა, იარაღით დაემუქრა და იძალადა ძალაგამოცლილ გოგონაზე.
 
ამავე ტიპის რამდენიმე დანაშაული ჩაიდინა მან 2012 -2016 წლებში. როგორც წესი, იგი  მსხვერპლს იტყუებდა თავის სახლში ან მანქანაში და ძალადობდა მათზე.  ერთ მსხვერპლთან მიმართებაში  ეს მოხდა  სოფელ ქვემო ეშერის ტერიტორიაზე არსებული გაუქმებული სპორტკომპლექსის ნანგრევებში, რის შემდეგაც მას მუქარით  პერრმანენტულად მიყავდა იგი აქ .
 
ასეთივე შემთხვევას ჰქონდა ადგილი 2012 წელს, ჭკადუას საკუთარ სახლში – გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარაში, სადაც იარაღის ძალით მიიყვანა კიდევ ერთი მცირეწლოვანი გოგონა, რომელიც 16 წლისაც არ იყო და იძალადა მასზე.   
 
მიმდინარე წლის 13 თებერვალს  იგი მორიგი დანაშაულის  მცდელობისას პოლიციამ დააკავა – ჭკადუას ამ დროს თავის ავტომობილში მორიგი მსხვერპლი – 14 წლის გოგონა ეჯდა და  ცდილობდა გადაეთრია იგი სპორტკომპექსის ნანგრევებში. 
 
აღსანიშნავია, რომ  მსჯავრდებული არ აღიარებს დანაშაულს, თუმცა ამან ვერ იხსნა იგი მკაცრი სასჯელისგან.
 
 
ცნობისათვის: ვალერი ჭკადუა, არის ავტორი როგორც აფხაზური სახელმწიფო ჰიმნისა, ისე მუსიკისა.პირველი აფხაზური ბალეტისათვის  ,,რიწა’’.   დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ( 1977 წელს) , ასპირანტურა ( 1980 წელს), სხვადასხვა დროს მუშაობდა    აფხაზეთის ხალხური თვითშემოქმედების სახლის უფროს მეთოდისტად, აფხაზეთის ასსრ კულტურის სამინისტროს სამეცნიერო – მეთოდური ცენტრის ფოლკლორის მეთოდისტად., 1978 წლიდან იყო  სსრ კავშირის კომპოზიტორთა კავშირის, ხოლო  1994 წლიდან  აფხაზეთის კომპოზიტორთა კავშირის, აგრეთვე აფხაზეთის მწერალთა ასოციაციის წევრი. 2008 წელს მას მიენიჭა დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო პრემია.  
 

სიახლეები

სუს-ში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაური გამოიკითხა

შსს-ს ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით გამოიკითხა ცნობისთვის, 2025 წლის...

რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შევუჩერეთ – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს. "სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის...

მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავა – მათ საქართველოდან გააძევებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს - მათ...

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...