მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი უგულავა ჯართში ჩარჩა და ხეზე გარჩა. არც ის არის ჯართი, ვისაც...

გიგი უგულავა ჯართში ჩარჩა და ხეზე გარჩა. არც ის არის ჯართი, ვისაც უგულავა გულისხმობს და არც ეს არის ხე, რომელსაც მიხეილ საააკაშვილი გულისხმობს

Published on

,,ევროპული საქართველო" არ წარმომადგენს მე!
ეს ყოფილი ჩვენი ხალხია (მართალია დაგვტოვეს,მაგრამ ბევრი სხვა მოგვემატა პრინციპით " იგი წავა და სხვა მოვა,ტურფასა საბაღნაროსა) მაგრამ საქმის გაკეთებაზე,აბა,რა გითხრათ – მე მათ ბევრი რამ ვასწავლე,ხეზე ასვლის გარდა…და ხალხს რომ დაეხმარო,ეგეც უნდა იცოდე'' – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სააკაშვილი ინფომაციას იმის შესახებ , რომ მარნეულის სოფელში „ევროპული საქართველოს“ წევრებს 2 წელი ეგონათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ და როგორც კი გაიგეს, რომ ეს ასე არ არის, ევროპული საქართველოს რიგები დატოვე.ს.
 
გიგი უგულავა აღშფოთებულია  და ისევ ჯართს  აჟღრიალებს:  
 
თქვენი ყოველი გამოჩენა ცისფერ ეკრანებზე ივანიშვილის გაბანკროტებული რეჟიმის მაშველი რგოლია, რადგან მხოლოდ შურისძიებას და ეგოიზმს ასხივებთ, – ასე მიმართავს იგი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს.
 
მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ არის „ვარდების რევოლუციის“ იდეების და რეფორმების გამგრძელებელი განსხვავებით იმ მლიქვნელი ოპორტუნისტებისა, რომლითაც დღეს სავსეა „ნაციონალური მოძრაობა“.
 
„ევროპული საქართველო“ ნამდვილად არ წარმოგადგენთ თქვენ. ეს მართალია. თუ რამე ერთმანეთისგან გვისწავლია, თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მხოლოდ მადლობას გეტყვით. ხეზე ასვლა რომ გცოდნოდათ, უკვე ჩამოხვიდოდით. „ტურფა საბაღნარო" თქვენ მიატოვეთ, ეს ფაქტია და კარგია, რომ ეს კომპლექსი გაწუხებთ. კიდევ დიდი ხანი შეგაწუხებთ, რადგან იცით, რომ ფატალური შეცდომა დაუშვით, როცა ბრძოლის ველი მიატოვეთ.
 
კიდევ ერთხელ, ნამდვილად არ არის ბაქრაძე თქვენი კანდიდატი. ჩვენ მხოლოდ წარსული გვაერთიანებს. დღეს, როცა თქვენ ინაშვილ-კორკოტას იდეებს ახმოვანებთ, თქვენ და თქვენი კანდიდატი ევროპისა და ნატო-ს მიმართ სკეფსის აღვივებთ, სიბნელეს უარესი სიბნელით ებრძვით, ამით მხოლოდ ანადგურებთ იმ რეფორმებს, რითაც ამ ქოციანობა-ჟამიანობისას ჯერ კიდევ სული უდგას ჩვენს ქვეყანას
 
. თქვენი ყოველი გამოჩენა ცისფერ ეკრანებზე ივანიშვილის გაბანკროტებული რეჟიმის მაშველი რგოლია, რადგან მხოლოდ შურისძიებას და ეგოიზმს ასხივებთ. დიახ, დღეს ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ვართ „ვარდების რევოლუციის“ იდეებისა და რეფორმების საქმის გამგრძელებელი და არა ის მლიქვნელი ოპორტუნისტები, რომლითაც სავსეა დღეს თქვენი პარტიის ხელმძღვანელობა. და, წარსული ურთიერთობის ხათრით, ერთი რჩევაც – დაიმახსოვრეთ, ვინც მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის, ის სამუდამოდ დაკარგავს მას. ისტორიას კი გაუთავებელ „მე, მე, მე, მე“-ს შემოუნახავთ, როგორც ექსპონატს ადამიანური და პოლიტიკური დეგრადაციის“, – მიმართავს სოციალურ ქსელში უგულავა სააკაშვილს.
 
ხეზე გარჩენილ ადამიანს შესაძლოა მოწყურდეს და ტვინი გადაუხურდეს – ჰუმანური ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილის სახელით  არჩევნებზე აუცილებლად მიაწვდის გიგი უგულავას  ცივ წყალს, მაგრამ არა მიხეილ სააკაშვილის ხათრით ადრე მიღებულ ხმებს . – წერენ სოციალურ ქსელში
 
 
 
 
 

სიახლეები

“ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს – უილსონი

"გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიელ“ მეგობრებთან გაიქცა" -...

რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის...

ბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, ქვეყნისთვის საზიანო სავარაუდო გეგმაზე...

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გირაოდ თითო მილიონის გადახდა მოუწევთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და...