მთავარისიახლეებიპოლიტიკავიღაცას ძალიან უნდა, რომ ბურჭულაძე ქვეყნიდან წავიდეს - პაატა ბურჭულაძის მეუღლე, ანგელა...

ვიღაცას ძალიან უნდა, რომ ბურჭულაძე ქვეყნიდან წავიდეს – პაატა ბურჭულაძის მეუღლე, ანგელა ვასილენკო

Published on

პაატა ბურჭულაძის მეუღლე პროკურატურის წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს.ანგელა ვასილენკომ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული დეტალები გაიხსენა. მისი თქმით, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.ანგელა ვასილენკო ამბობს, რომ მისი მეუღლის წინააღმდეგ შავი PR-ით არიან დაკავებულები, რაც მისი აზრით, მიმართულია იმისკენ, რომ პაატა ბურჭულაძემ ქვეყანა დატოვოს.„არაფერი აქვთ სათქმელი. პირველ, რიგში, ჩვენ არ ვსარგებლობდით სახელმწიფო თანხებით, ის იყო კონკრეტული სპონსორებისგან, ვაკეთებდით შესანიშნავ პროექტებს. საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, ენახა უდიდესი ადამიანები ფონდის წყალობით. ადამიანები, რომლებიც შავი PR-ით არიან დაკავებული, ანადგურებენ არა მარტო პაატა ბურჭულაძის სახელს, არამედ საქველმოქმედო ფონდსაც. ვიღაცას ძალიან უნდა, რომ ბურჭულაძე ქვეყნიდან წავიდეს,“ – განაცხადა ანგელა ვასილენკომ.მოსამართლის თანდასწრებით ვასილენკოს დაკითხვა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. 
„ფონდ იავნანას“ წინააღმდეგ გამოძიება თანხების გაფლანგვისა და მითვისების მუხლით ორი წლის წინ დაიწყო და ამ პროცესის გამო ფონდი დღემდე სრულფასოვნად ვეღარ ფუნქციონირებს.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...