მთავარისიახლეებისაზოგადოებაჭითაწყარში ავარიის შედეგად მიკროავტობუსი ამობრუნდა

ჭითაწყარში ავარიის შედეგად მიკროავტობუსი ამობრუნდა [Video]

Published on

ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს შეეჯახა – დაშავებულია ხუთი ადამიანი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში. თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი ჯერ მსხვილფეხა საქონელს შეეჯახა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხრიდან მომავალ მიკროავტობუსს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი ამობრუნდა. მიკროავტობუსში რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოთხი მგზავრი მსუბუქად დაშავდა. შედარებით მძიმე დაზიანებები მიიღო მიკროავტობუსის მძღოლმა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია

 

 

 

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...