მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,შენ ჩემთვის რა გატირებდა...'' - საჯარო მოხელეები მთელი დღე სხედან და პოსტავენ...

,,შენ ჩემთვის რა გატირებდა…” – საჯარო მოხელეები მთელი დღე სხედან და პოსტავენ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ

Published on

 
,,გასული ორი არჩევნების პერიოდში ასეთი ორგანიზებული შეტევა ნამდვილად არ იგრძნობოდა. წელს, ჩვენ უპრეცედენტოდ კოორდინირებულ შეტევას ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან. შესაბამისად, გასაკვირია, იმიტომ რომ ამ არჩევნებზე მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატი საერთოდ არ ჰყავს. ამიტომ ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, მათი მხრიდან ასეთი შემოტევა რას უკავშირდება”,- აღნიშნა დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია ,, სამართლიანი არჩევნების'' აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.
 
კითხვა რიტორიკულია, რამდენადაც აშკარაა,  რა ატირებს ხელისუფლებას ,,დამოუკიდებელი კანდიდატის'' სალომე ზურაბიშვილისათვის და რატომ  ქმნიან  უმაღლესი თანამდებობის პირები  თავიანთი ისტერიული განცხადებებით სამკვდრო -სასიცოცხლო ბრძოლის სურათს.  
 
ამ შეტევების ერთერთი მთავარი სამიზნე გუშინ და დღეს  ,,სამართლიანი არჩევნები'' გახდა  იმის გამო, რომ გამოქვეეყნდა ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის თანახმად სალომე ზურაბიშვილის შანსები, მიუხედავად ხელისუფლების დიდი მხარდაჭერისა,   სულ უფრო მცირდება.
 
“სამართლიანი არჩევნების” ანგარიშის თანახმად,“9-30 სექტემბრის განმავლობაში შესამჩნევი გახდა საჯარო მოხელეების დიდი ნაწილის მხირდან „ფეისბუქის“ პირადი პროფილებიდან სამუშაო საათებში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლო აგიტაცია.
 
„გვხვდებოდა როგორც პირდაპირი აგიტაციის, ასევე სალომე ზურაბიშვილის ოპონენტების დისკრედიტაციისადმი მიმართული პოსტები. ამასთან ერთად, დაფიქსირდა სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო განცხადებები რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან, რაც აგიტაციის წესების დარღვევას წარმოადგენს”,- ნათქვამია ანგარიშში.
 
ანგარიშში   ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზეც არის საუბარი. კერძოდ, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ბიუჯეტით დაფინანსებული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება წინასაარჩევნო მიზნით სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, ასევე ადგილობრივი პედაგოგებისა და სხვა საჯარო მოხელეების სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებზე სავარაუდო მობილიზების შემთხვევები.
 
„ხშირია წინასაარჩევნო კამპანიისათვის ხელის შეშლის შემთხვევები. დაფიქსირდა როგორც სალომე ზურაბიშვილის, ასევე გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შეხვედრების ჩაშლის მცდელობები. შეინიშნება ოპოზიციური კანდიდატების სააგიტაციო მასალების დაზიანების ფაქტებიც.
 
საბოლოო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე დარეგისტრირებულია 25 კანდიდატი.
 
ISFED მიიჩნევს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ შემადგენლობაში შემავალი კვალიფიციური პარტიების 5 საპრეზიდენტო კანდიდატიდან 4-ს არ აქვს არჩევნების მოგების ინტერესი და მიზნად ისახავს მხოლოდ ენმ-ის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას საარჩევნო კანონმდებლობით კვალიფიციური პარტიებისთვის დადგენილი შეღავათების და სარგებლის მიღების გზით. ე.წ. „ტექნიკური კანდიდატის“ მხარდაჭერით სარგებლობს ასევე „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეც”,- ნათქვამია ანგარიშში.
 
“სამართლიანი არჩევნების” საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ წარადგინა. ანგარიშის თანახმად, 9-დან 30 სექტემბრის პერიოდში, პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირების -1; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის -1; აგიტაციის წესების დარღვევის -12; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების -9; კამპანიისთვის ხელის შეშლის -8 და სააგიტაციო მასალების დაზიანების -14 ფაქტი დაფიქსირდა
 
 
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ანგარიშის თანახმად, ფარული ჩანაწერები და ბრალდებები, რომელთა მიხედვითაც, ქვეყანაში მოქმედებს სახელისუფლებო პარტიის დაფინანსების სავარაუდო სქემა, საფუძვლიან ეჭვებს აჩენს ელიტარული კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის მიმართულებით.
 
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის საანგარიშო პერიოდს (9-30 სექტემბერს) დაემთხვა მედიაში ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომელიც, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში ამხელს და საარჩევნოდ მმართველი პარტიის სავარაუდო დაფინანსების არალეგალურ სქემას ააშკარავებს.
 
„ასეთ პირობებში აშკარაა, რომ პოლიტიკური ფინანსების საკანონმდებლო ჩარჩო და მონიტორინგის არსებული მექანიზმები ვერ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს”,- ნათქვამია ანგარიშში.
 

სიახლეები

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა - რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა...

სანამ ვინმე შეწყალებაზე ისაუბრებს, სინანულზე ილაპარაკოს – პაპუაშვილი პოლიტპატიმრებზე

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შეწყალების საკითხზე საუბრისას თქვა, რომ "შენდობას წინ...

ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი თაღლითობისთვის დააკავეს

რუსთავში, თაღლითობის ბრალდებით, ერთ-ერთი ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ...

ფოთში მატარებლის ვაგონის ავზიდან, 3 000-მდე ლიტრი საწვავი მოიპარეს დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი...