ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებია, სხვას ვერაფერს ხედავს

0
384
 პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც ნიკა გვარამიას განცხადებას მიუძღვნა, უხვად დაარიგა ფაშისტის იარლიყები და  არასამთავრობო სექტორსაც მოუსვა ხელი.
მისი თქმით, იმედი ჰქონდა , რომ ნიკა გვარამიას პირად სივრცეში გამოთქმული აზრის გამო მესამე სექტორის წარმომადგენლები გააკრიტიკებდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
 
,, ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს შორისაც არიან. „ერთ-ერთმა მათგანმა კერძოდ, მიხეილ ბენიძემ ნიკა გვარამიას დაცვაც კი იკადრა, ანუ რეალურად, უკადრებელი იკადრა, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. სამოქალაქო სექტორის როლი და სამოქალაქო საზოგადოების იდეა არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის ქართულ-ამერიკული, ქართულ-ევროპული და ქართულ-დასავლური ურთიერთობების კონტექსტში“, – განაცხადა კობახიძემ.
 
 
,,ამ თავდასხმების მიზანი ის არის, რომ მათ ხელი შეუშალონ ჩვენს სადამკვირვებლო საქმიანობას, გვამყოფონ მუდმივად სტრესულ რეჟიმში, – ასე შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით  გაკეთებული განცხადება.
 
მიხეილ ბენიძის თქმით, ასეთი შეფასებები მიზნად ისახავს იმის წარმოჩენას, რომ ყველაზე დიდი პრობლემა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებია.
 
„ასეთ რამეში, საერთოდ, არც უნდა ავყვეთ ბატონ პარლამენტის თავჯმდომარეს. ამ თავდასხმების მიზანი ის არის, რომ მათ ხელი შეუშალონ ჩვენს სადამკვირვებლო საქმიანობას, გვამყოფონ მუდმივად სტრესულ რეჟიმში და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ სრულყოფილი წინასაარჩევნო მონიტორინგი განვახორციელოთ, გადავიდეთ მათი განცხადებების პასუხზე -ეს არის მიზანი. ეს პიროვნული შეტევები ახლა არის სრულიად მიუღებელი, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამაში ავყვეთ ბატონ კობახიძეს. მე მგონია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს უფრო მეტი საქმე და საზრუნავი იმ პერიოდში, როდესაც ამ ქვეყნის მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყოველდღიურად იტაცებენ და ასეთი ფაქტი გუშინაც ვნახეთ. მათი ტაქტიკა დღეს არის ის, რომ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, მათ ბურთი თუ ლოდი გადმოაგდონ სხვის ბოსტანში და ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებია ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ გასული ორი არჩევნების პერიოდში ასეთი ორგანიზებული შეტევა ნამდვილად არ იგრძნობოდა. წელს, ჩვენ უპრეცედენტოდ კოორდინირებულ შეტევას ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან. შესაბამისად, გასაკვირია, იმიტომ რომ ამ არჩევნებზე მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატი საერთოდ არ ჰყავს. ამიტომ ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, მათი მხრიდან ასეთი შემოტევა რას უკავშირდება”,- აღნიშნა მიხეილ ბენიძემ.
წინა სტატიასამ დღეში სალომე ზურაბიშვილისთვის შეწირულმა თანხამ 1 მილიონ ლარს გადააჭარბა – ნიკა გვარამია საგნებს თავის სახელს არქმევს და… ხელისუფლებისგან ფაშისტის იარლიყს იღებს
შემდეგი სტატია,,შენ ჩემთვის რა გატირებდა…” – საჯარო მოხელეები მთელი დღე სხედან და პოსტავენ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური