მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლებას ხან ,,ფრიდონი'' აღიზიანებს, ხან ედისონი

ხელისუფლებას ხან ,,ფრიდონი” აღიზიანებს, ხან ედისონი

Published on

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი  ეხმაურება Edison Research-ის ბოლო კვლევას, რომლის მიხედვითაც არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
 
გიორგი ვოლსკის თქმით, Edison Research ენმ-ის დაკვეთით მოქმედებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტია ცდილობს საზოგადოებაში ისე წარმოაჩინოს წინასაარჩევნო გარემო, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულად წარმოაჩინოს.
 
„Edison Research-ის კვლევა არის პარტიული კვლევა, რომელსაც აქვეყნებს „ნაციონალური მოძრაობა“, ცდილობს, ხალხი დაარწმუნოს, რომ თუკი რაიმე მოხდა ისეთი ვთქვათ და რეალური შედეგი თუკი დაიდო, ეს იქნება Edison Research-ის მონაცემების გაყალბება და Edison Research პირდაპირ არის ენმ-ის შეკვეთით მოქმედი ორგანიზაცია,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
 
Edison Research-ის ბოლო კვლევა და ხალხის განწყობა არჩევნების წინ. შეკითხვაზე ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას. პასუხები ასე ნაწილდება – გრიგოლ ვაშაძე 31, სალომე ზურაბიშვილი 16%, დავით ბაქრაძე 15%, შალვა ნათელაშვილი 7%, არ ვიცი 21%. გამოკითხვა 25 სექტემბრიდან 4 ოქტომბერის ჩათვლით მთელის საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და 3000 ადამიანი გამოიკითხა.
 
საგულისხმოა, რომ წინა კვლევასთან შედარებით შემცირდა „ქართული ოცნების“ კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა, თუკი წინა კვლევაში მას 20%-იან მხარდაჭერა ჰქონდა, ახლა ციფრი 16%-ზეა ჩამოსული.
 
შემცირებულია დავით ბაქრაძის მხარდამჭერთა რიცხვიც – 22-დან 15 % -მდე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...