მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჩემი რევანში იქნება საქართველოს სწრაფი წინსვლა და ყოველი ქართველის სიღარიბიდან დახსნა" -...

“ჩემი რევანში იქნება საქართველოს სწრაფი წინსვლა და ყოველი ქართველის სიღარიბიდან დახსნა” – მიხეილ სააკაშვილი [Video]

Published on

მიხეილ სააკაშვილი 28 ოქტომბრის არჩევნებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და ქართველ ხალხს მოუწოდებს სწორი არჩევანი გააკეთოს. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ყველანაირი გამოკითხვით ლიდერობს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ეს არჩევნები უნდა დასრულდეს ქართველების გამარჯვებით და საქართველოს წინ წასვლით.
 
„ჩემი რევანში იქნება საქართველოს სწრაფი წინსვლა და ყოველი ქართველის სიღარიბიდან დახსნასულ ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე.ყველა მონაცემით დამაჯერებლად ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე.ამხელა უპერატესობის პირობებში გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელია.მიუხედავად ამისა,ივანიშვილი ცდილობს ,თავისივე შეთითხნილი თეორიებით საზოგადოებას თავს მოახვიოს აზრი,თითქოს ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში,გარდაუვალი იქნება რევანში.მესმის,რომ გაუნათლებელი მმართველისთვის ძნელად წარმოსადგენია ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება,მაგრამ მიუხედავად იმისა,რომ მე და ჩემმა ოჯახმა საკუთარ თავზე ვიწვნიეთ უსამართლო დევნა,არ ვაპირებ პირად ანგარისსწორებაზე დროის დახარჯვას .ჩემი რევანში იქნება საქართველოს სწრაფი წინსვლა და ყოველი ქართველის სიღარიბიდან დახსნა,არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციით გენპროკურორის დანიშვნა და ასევე,უცხოელი კვალიფიციური მოსამართლეებით სასამართლოს დაკომპლექტება.ამიტომ,სურვილის მიუხედავად,ივანიშვილს მოუწევს ქვის ხანის მმართველობის დათმობა და ფარცხალაძის სახელობის გამოქვაბულში რეკეტით გამდიდრებას ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამარჯვება 28 ოქტომბერს დაუსვამს წერტილს“- წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის გვერდზე
 
 
 

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...