მთავარისიახლეებიპოლიტიკაარასამთავრობოები ძირითადად შექმნილია "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, მათი ხელდასმულები არიან და დღეს ისინი...

არასამთავრობოები ძირითადად შექმნილია “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, მათი ხელდასმულები არიან და დღეს ისინი ან ხიბლში არიან, ან ვალში- კახი კალაძე

Published on

არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად შექმნილია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, მათი ხელდასმულები არიან და დღეს ისინი ან ხიბლში არიან, ან ვალში, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მისამართით პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს „ფაშისტების მხარდამჭერები" უწოდა.
 
როგორც კალაძე აცხადებს, ეს ადამიანები არიან წარსულში ჩარჩენილები და ცდილობენ საზოგადოებაზე ზეწოლა მოახდინონ და შეუზღუდონ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა.
 
„რაც შეეხება არასამთავრობოების სიჩუმეს, მგონი, აქ არაფერი უნდა გაგვიკვირდეს, არც ჩვენ და არც ზოგადად საზოგადოებას. არასამთავრობოები ძირითადად შექმნილია "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, მათი ხელდასმულები არიან და დღეს ისინი ან ხიბლში არიან, ან ვალში. არ უნდა გაგვიკვირდეს მათი მხრიდან სიჩუმე იმ ამაზრზენ და არაადეკვატურ განცხადებაზე, რომელიც გააკეთა პარტიული ტელევიზიის ხელმძღვანელმა. ამავდროულად, ყოფილ პროკურორს უნდა ახსოვდეს, რომ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს კონსტიტუცით მინიჭებული უფლება გააკეთოს არჩევანი, ეს არის თავისუფლების გამოხატვა, გააკეთოს არჩევანი ამა თუ იმ კანდიდატთან მიმართებაში. ეს ადამიანები არიან წარსულში ჩარჩენილები და ცდილობენ იმ ადგილიდან, სადაც იმყოფებიან საზოგადოებაზე ზეწოლა მოახდინონ და შეუზღუდონ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა. ჩვენ, საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია და ჩავტოვოთ იქ, სადაც არიან. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ უნდა მოვახდინოთ ერის გაერთიანება. არ გვჭირდება გაყოფილი საზოგადოება, ეს ძალიან ცუდია. ვიცით, როგორი იყო წლების განმავლობაში დაყოფილი საზოგადოება, დაპირისპირებული საზოგადოება, ამიტომ გვჭირდება ერთიანობა, ურთიერთპატივისცემა, მეტი სიყვარული. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც შეძლებს საზოგადოების გაერთიანებას. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ შევძლებთ", – განაცხადა კალაძემ.
 
მისივე შეფასებით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადება "არანორმალური"იყო.
 
„არანორმალურია ის განცხადება, რომელიც გაკეთდა. შესაბამისად, არასამთავრობოების მხრიდან უნდა მომხდარიყო რეაგირება. ორმაგი სტანდარტი, რასაც დღეს ვხედავთ, კატეგორიულად მიუღებელია. ის რეიტინგი, რომელიც საზოგადოებაში გააჩნიათ არასამთავრობოების წარმომადგენლებს, იქ იქნებიან, თუ არ განახორციელებენ და არ მოახდენენ რეაგირებას ასეთ განცხადებებზე",- განაცხადა კალაძემ. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...