მთავარისიახლეებიკონფლიქტებივინ და რატომ უყვართ აფხაზებს?

ვინ და რატომ უყვართ აფხაზებს?

Published on

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის განმავლობაში აფხაზეთის მცხოვრებლების სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა, – ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას მისალოც წერილში. ვლადიმერ პუტინისადმი, რომელსაც  66 წელი შეუსრულდა.
 
„პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის განმავლობაში თქვენ მოიპოვეთ მილიონობით ადამიანის პატივისცემა და სიყვარული არა მხოლოდ რუსეთში, არამედ რუსეთის გარეთაც, მათ შორის აფხაზეთში. ჩვენ მრავალეროვანი ხალხი გულწრფელად მადლობას გიხდით აფხაზეთის მხარდაჭერისთვის, აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის“, – ნათქვამია წერილში.
 
რაულ ხაჯიმბამ ასევე აღნიშნა, რომ „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობა აფხაზეთსა და რუსეთს შორის მომავალშიც გაძლიერდება“.
 
რაც შეეხება რუსების სიყვარულს თავანთი პრეზიდენტისადმი , აფხაზებისგან განსხვავებული ტენდენცია ჩანს ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ მიერ რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებში
 
გამოკითხვის თანახმად, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა –  მისი  ამჟამინდელი  რეიტინგი 45%-ს შეადგენს, მაშინ,  როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში  ეს მაჩვენებელი 67%-ს შეადგენდა.
 
რაც შეეხება რუსეთის მმართველ პარტიას „ედინაია რასიას“, მისი ახლანდელი რეიტინგი (31%) 2007 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში „ედინაია რასიას“ რეიტინგი 51%-ს აღწევდა.
 
ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ გამოკითხვა 29-30 სექტემბერს რუსეთის 207 დასახლებულ პუნქტში ჩატარდა, სადაც საერთო ჯამში, 3000 რესპონდენტი გამოიკითხა.

სიახლეები

TI- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ორგანიზაცია მოითხოვს ელენე...

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა -სტუბი

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა ...

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჯგუფური ძალადობის...

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...