მთავარისიახლეებიპოლიტიკაპაატა ბურჭულაძემ ზეწოლის შესახებ ინფორმაცია და საქმის დეტალები დიპკორპუსს გააცნო

პაატა ბურჭულაძემ ზეწოლის შესახებ ინფორმაცია და საქმის დეტალები დიპკორპუსს გააცნო

Published on

ფონდ "იავნანას" საქმე – მსოფლიო ბანი  დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუყვა თუ როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“ მისი 14 წლიანი მოღვაწეობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას და მძიმე ბრალდებით მის ციხეში გაშვებას.შეხვედრას ის არტისტებიც ესწრებოდნენ, რომლებიც "იავნანას" საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობდნენ. ამჟამად იავნანას ანგარიშები დაყადაღებულია, საქველმოქმედო კონცერტები კი მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით თითქმის აღარ იმართება.სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების თმით, ის რაც პაატა ბურჭულაძისგან მოისმინეს მათთვის უცხო არ არის.დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები კი გაოცებას ვერ მალავდნენ, რატომ გრძელდება ამ დრომდე გამოძიება, მაშინ როდესაც ერთი წელი საგამოძიებო ორგანოებმა ვერც ერთი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს.ფონდ "იავნანას" საქმიანობით სამართალდამცავები წელიწადნახევრის წინ დაინტერესდნენ. მას შემდეგ, რაც პაატა ბურჭულაძემ ბიძინა ივანიშვილის მწვავედ გააკრიტიკა და მას ქვეყნის არასწორ მართვაში დასდო ბრალი. არადა მანამდე ივანიშვილისთვის ბურჭულაძე მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყო და მას შუშის სასახლეში პირად მასპინძლობდა.

სიახლეები

ირანი კიდევ ორი გენერლის დაღუპვას ადასტურებს

ისრაელის სარაკეტო იერიშებს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსის მოადგილე, გენერალი გოლამრეზა მეჰრაბი...

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო, დღეს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო 14 ივნისს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა -...

აქტივისტი პლაკატით „ანწუხელიძე უკვდავია“ 5000 ლარით დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტი თამარ კურატიშვილი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ხუთი ათასი ლარით დააჯარიმა. მას 28 მარტს...

ნეთანიაჰუს მიმართვა ირანელ ხალხს-ისრაელი თქვენ არ გებრძვით, ჩვენს საერთო მტერს ვებრძვით

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანში ისრაელის იერიშებთან და ოპერაცია "აღმავალ ლომთან" დაკავშირებით ირანელ ხალხს...