მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე: ხელისუფლებაში მოვა ეროვნული კოალიციური მთავრობა, რომელიც ხალხის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული

გრიგოლ ვაშაძე: ხელისუფლებაში მოვა ეროვნული კოალიციური მთავრობა, რომელიც ხალხის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული

Published on

28 ოქტომბრიდან დაიწყება ხელისუფლების ჩანაცვლების პროცესი და ხელისუფლებაში მოვა ეროვნული კოალიციური მთავრობა, რომელიც ხალხის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული.  – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ნაძალადევის მოსახლეობასთან შეხვედრისას.  
 
გრიგოლ ვაშაძემ ადგილობრივებს სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამა გააცნო. საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ იმართება.
 
„მაქვს კითხვა – ხომ მზად ხართ, რომ დავიცვათ ჩვენი გამარჯვება და ხომ არ გააყალბებინებთ ამ არჩევნებს? კიდევ ერთხელ პირობას ვაძლევ ყველა ჩვენს ამომრჩეველს თუ მხარდამჭერს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, არავის მივცემთ ნებას შეეხოს ქართველი ხალხის არჩევანს.
 
"ყველაფერი გაკეთდება საქართველოს კანონმდებლობის  და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებში. ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ და არაფერს არ ვაკეთებთ , გარდა იმისა, რომ მონაწილეობას ვღებულობთ არჩევნებში და მოვითხოვთ  ე.წ. ხელისუფლებისგან ამ არჩევნების პატიოსნად ჩატარებას,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...