მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში ძლიერი ქარია

თბილისში ძლიერი ქარია

Published on

ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა.

  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ამ დროისთვის, შემოსულია 10 შეტყობინება, ყველაზე მეტი – 5 შეტყობინება, შემოსულია გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან, ხის წაქცევის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო ქუჩაში მიმავალმა ერთმა მოქალაქემ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ასევე, ძლიერმა ქარმა თემქის დასახლებაში, ერთ სახლს გადახადა სახურავი. – ამის შესახებ ონფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
 
მათივე ინფორმაციით, ძირითადად, ქარის შედეგად წაქცეულმა ხეებმა ავტომანქანები დააზიანა. მათგან 1 ავტომანქანა  ისანი – სამგორის რაიონში. 2 შეტყობინება შემოვიდა დიდუბე – ჩუღურეთის რაიონიდან, სადაც ხის წაქცევას ზიანი არ გამოუწვევია. ორი გამოძახება დაფიქსირდა მთაწმინდა -კრწანისისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
 
ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე – მაშველებმა ყველა შემთხვევაზე უკვე მოახდინეს რეაგირება.
 
 

 

 

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...