მთავარისიახლეებიპოლიტიკა„სალომე ზურაბიშვილი არის მოღალატე და ყველა ვინც ეხმარება უნდა იყოს წნეხის ქვეშ,...

„სალომე ზურაბიშვილი არის მოღალატე და ყველა ვინც ეხმარება უნდა იყოს წნეხის ქვეშ, ეს არის ჩემი პერსონალური აზრი და არ შევიცვლი” – ნიკა გვარამია

Published on

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს და "ქართული ოცნები"-ს წევრებს პასუხობს.ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა სწორედ ნიკა გვარამიას განცხადებებზე ისაუბრა.საქმე ეხება სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც მან ყველა ის პირი გააკრიტიკა ვინც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას აფინანსებს."რუსთავი 2" -ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ეს არის მისი როგორც საქართველოს მოქალაქის პოზიცია და არ აპირებს მის შეცვლას.   „სალომე ზურაბიშვილს და „ქართული ოცნების“ ლიდერებს  ვინც მას მხარს უჭერს საერთოდ არ აღვიქვამ შეფასებისთვის მნიშვნელოვან ობიექტებად. მე ისინი მიმაჩნია  ქვეყნის მოღალატედ და მის მხარდამჭერებად. მე ჩემი აზრი გამოვთქვი როგორც ამ ქვეყნის ერთ- ერთმა მოქალაქემ და ჩემი აზრით პატრიოტმა იმ ადამიანის მისამართით რომელიც მიმაჩნია ჩემი სამშობლოს მოღალატედ და მიმაჩნია ჩემი სამშობლოსთვის ძალიან დიდ საფრთხედ. ეს არის ჩემი პერსონალური აზრი და დიახ, ამით დავკავდები ვიქნები „რუსთავი 2“-ში თუ ვიქნები სხვაგან, ქვეყნის მოღალატეების წინააღმდეგ ყოველთვის ვიბრძოლებ.  მათშორის პირველ რიგში სალომე ზურაბიშვილის. მაღაზიაში ვიქნები გამყიდველი პურს არ მივყიდი, ბანკში ვიქნები კრედიტოფიცერი  კრედიტს არ გავცემ. ნებისმიერ ადგილზე ასე მოვიქცევი. რაც შეეხება ტელევიზიას, ტელევიზია და ნიკა გვარამია ორი განსხვავებული რამ არის. რუსთავი 2-ს მისთვის არ უთქვამს უარი. რეკლამა მოიტანა და უარი ვუთხარით, ეთერზე უარს ვეუბნებით, დებატებში არ ვიწვევთ თუ რა?! ტელევიზია  კანონით დადგენილ ყველა ვალდებულებას ასრულებს მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ გვსიამოვნებს ტირაჟირება ქვეყნის მოღალატის, მიუხედავად ამისა ვიცავთ  ყველა წესს, რომელიც წინასაარჩევნოდ დაადგინა კანონმა. ეს არის ტელევიზიის ნაწილი, რაც შეეხება ნიკა გვარამიას როგორც პერსონაჟს და იგი რუსთავი ორის დირექტორის გარდა, ამ ქვეყნის მოქალაქეც არის მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება და არ ვაპირებ ამ დამოკიდებულების დამალვას,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.რუსთავი ორის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ  ყველა ის ადამიანი ვინც ეხმარება სალომე ზურაბიშვილს გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, უნდა მოექცეს საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ.  „ყველა იმ ადამიანი  ვინ ამ მოღალატეს ეხმარება გახდეს  ქვეყნის პრეზიდენტი, რაც არ გამოვა საბოლოო ჯამში მაგრამ ეხმარებიან. საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ ეს ადამიანები უნდა მოვაქციოთ, მათ უნდა იცოდნენ რომ ქვეყნის ღალატი საზოგადოებრივად დასჯადია. ჩემი აზრი არ არის ვის რა გონია. ჩემი საქმე არის გამოვხატო ის აზრი რაც მიმაჩნია სწორად. მე ანგარიშს ვუწევ საკუთარ მოსაზრებებს ძალიან მნიშვნელოვან საქვეყნო საკითხებზე და ეს არის ჩემთვის ძალიან სერიოზული შინაგანი რწმენის საკითხი. სალომე ზურაბიშვილი არის მოღალატე. ის ვერ უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. როგორ გამოვხატავ ჩემს აზრს ეს არის მხოლოდ ჩემი საქმე. ვიღაცას თუ სხვანაირად გონია დარჩეს საკუთარ აზრზე,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.ნიკა გვარამია ასევე გამოეხმაურა ჩაჩავას და ღუდუშაურის კლინიკის ექიმების მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის თანხის გადარიცხვას. "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, მან ზუსტად იცის, რომ ეს მათ ნებით არ გაუკეთებიათ, თუმცა არ ეყოთ ძალა რომ არ დათანხმებოდნენ "ამ მოღალატეობრივ" ქმედებას.„ნამდვილად ვიცი, რომ ეს ადამიანები არც თავისი ნებით არ წირავენ  და არც საკუთარ ფულს არ წირავენ მაგრამ  სამარცხვინოა, როდესაც იმდენი გამბედაობა არ ყოფნით, რომ უარი თქვან ქვეყნის მოღალატესთან თანამონაწილეები იყვნენ. თუნდაც ამ გზით. ეს არის სამარცხვინო და ესეთი ადამიანები არც პაციენტებს არ უნდა ემსახურებოდნენ და მათი ადგილი საზოგადოებაში არ არის. მათი სახელი უნდა იცოდეს ყველამ,“-განაცხადა ნიკა გვარამია. 

სიახლეები

ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდა-დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ...

მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს აკეთებდა და შეკითხვები დამისვა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ-კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის...

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა თათრეთის რესპუბლიკაში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, -...

ამ კვირაში გვექნება ახალი კონტაქტები შუამავლებთან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის შუამავლებთან ახალი კონტაქტები, ასევე საჰაერო თავდაცვის მომარაგების...